21.06.2018
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სინოდზე მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება,
- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება პატრიარქის პრეროგატივაა და მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არანაირად არ დადგება.
"უფრო მეტიც, შესაძლოა, მოსაყდრის უფლებები ამ სხდომაზე პატრიარქის მიერ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს", – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
წმინდა სინოდზე ასევე შესაძლოა განხილულ იქნას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი.