მეუფე საბა: პროტესტს ვუცხადებ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას და აღარ ვაპირებ რუსთავი 2-ის არცერთი გადაცემის ნახვას
24.05.2018
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი რუსთავი 2-ის წამყვანის,
გიორგი გაბუნიას მკრეხელუს ტექსტს ლია უკლებას ნახატ "თვითმკვლელ ღვთისმშობელთან" დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა:
"მინდა გამოვეხმაურო ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ წარმოთქმულ მორიგ მკრეხელობას! მან კარგად იცოდა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა მის ასეთ საუბარს მაგრამ, მან ეს არ გაითვალისწინა, რაც პროვოკაციად და მიზანმიმართულ ქმედებად მიმაჩნია დესტაბილიზაცის და შფოთის შემოტანის მიზნით.
ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო, არ აყვეთ ბატონი გაბუნიას მიერ მოწყობილ პროვოკაციას და გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
მე როგორც ერთერთი თქვენთაგანი, პროტესტს ვუცხადებ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას და დღეიდან არ ვაპირებ არცერთი იმ გადაცემის ნახვას რომელსაც ექნება რუსთავი 2-ის ლოგო.
მშვიდობა და მადლი ღვთისა იყოს თქვენ ყოველთა თანა!
სიყვარულით ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)."