ანჩისხატის ტაძარში ხატის დაბრუნებისთვის საჭირო სამუშაოები ხელოვნურად არ უნდა შეყოვნდეს!
ანჩისხატის ტაძარში ხატის დაბრუნებისთვის საჭირო სამუშაოები ხელოვნურად არ უნდა შეყოვნდეს!
ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების ინიციატორებმა სასულიერო პირებთან ერთად, ხატის დაბრუნების თაობაზე სამი კონფერენცია გამართეს, რომლებიც პარალელურად ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავს და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მიეძღვნა.

ბოლო ორ კონფერენციაზე საკითხების დროულად გადასაწყვეტად, ანჩისხატის მომლოცველთაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა მთავრობისთვის წარსადგენი სამუშაო გეგმა ჩამოაყალიბა, რის მიხედვითაც შედგა პეტიცია.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ანჩისხატის ისტორიის მკვლევარმა - ზაზა ნანობაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პეტიციის ტექსტი გააცნო, რაზეც ხელი მოაწერეს სასულიერო პირებმა, საკრებულოს წარმომადგენლებმა, უცხოეთიდან ჩამოსულმა დელეგაციამ, ხელოვნების მუშაკებმა და სხვადასხვა ტაძრის მორწმუნე საზოგადოებამ. პქტიცია ამ დღეებში საქართველოს პრემიერმინისტრს, კულტურის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმსა და საპატრიარქოს გადაეცა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს კულტურის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმს
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საპატრიარქოს

მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ინიციატივით, საქართველოს ათასობით მოქალაქე, კონკორდატისა და საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით, საქართველოს ხელისუფლებისაგან უკვე წლებია ითხოვს - კომუნისტების პერიოდში მუზეუმში მყოფი მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატის თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაუმახინჯებლად.

მოთხოვნის პასუხად, პრემიერ მინისტრის სამსახურის, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს ყველა მხარის მზაობას, ანჩისხატის ტაძარში სამუშაოების დაწყებაზე, მისი სახელმდები ხატის დაბრუნებისთვის.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ცნობით - "ანჩისხატის ტაძარში ბოლო წლებში შესრულდა ძირითადი სამუშაოები... დარჩენილი სარეაბილიტაციო პროცესის თანმდევად, შესაძლებელია მომზადდეს ანჩისხატის შესაბამის ადგილას განთავსებისთვის საჭირო დაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პროექტი... ანჩისხატის ტაძრის დაცვის უსაფრთხოების ღონისძიებისა და სიგნალიზაციის სისტემის შესაბამისი ორგანოების მიერ კონტროლზე აყვანის საკითხი მიგვაჩნია, რომ უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან".

უსაფრთხოების შესაბამისი ორგანოები გამოთქვამენ მზაობას, ანჩისხატის ტაძარში შექმნან შესაბამისი დაცვის პირობები ძეგლის ინტერესის გათვალისწინებით, ეკლესიის მხრიდან ოფიციალური წერილობითი მოთხოვნის შემდეგ.
ვაცნობიერებთ რა, თემის მნიშვნელობას და შესაბამის პასუხისმგებლობას, საინიციატივო ჯგუფი, შემომწირველებთან ერთად მზაობას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს - ხატის გადაბრძანების, ტაძარში შესაბამისი პირობების შექმნის, დაცვის უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში, ხარჯების ჩათვლით. ასევე, ჯგუფის მიერ მიმდინარეობს მუშაობა ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავისა და მისი აღმშენებლის - მეფე დაჩის სახელთან დაკავშირებით.

მისი უწმიდესობა ილია II ბრძანებს: ,,დღეს, როდესაც უჭირს საქართველოს, ანჩისხატის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა." ამ მოწოდების შემდეგ მრავალი წელი გავიდა...

ანჩისხატის, ამ უდიდესი სიწმიდის დროულად დაბრუნებისთვის (პროცესი რომ არ გაიწელოს) ვითხოვთ: სასწრაფოდ დაიწყოს ეროვნული მუზეუმის მიერ ხატის ჩასაბრძანებელი კიოტის პროექტზე მუშაობა სათანადო თერმო - ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე საპატრიარქოს ვთხოვთ, გაიგზავნოს წერილი საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ანჩისხატის ტაძარში შესაბამისი დაცვის პირობების შესაქმნელად.

ჩვენ, როგორც ინიციატორები და ათიათასობით ხელმომწერთა წინაშე ვალდებულნი, ასევე მოვითხოვთ, მუზეუმში მყოფ ქართულ სიწმიდეებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება (გადაადგილება, ტაძარში დაბრუნება, ხელშეკრულების დადება და ა.შ.) იყოს გამჭირვალე, ვიყოთ საქმის კურსში და მონაწილეობას ვიღებდეთ კომისიაში, როგორც წევრები.

პეტიციის ტექსტს მოყვება უამრავი ხელმოწერა, ხელმოწერები გრძელდება...

KARIBCHE

პეტიციასთან ერთად მთავრობასა და საპატრიარქოს დანართის სახით გადაეცა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილები, განსაკუთრებული იყო 2015 წლის დასკვნა ანჩისხატის ტაძრის იატაკთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც დროულ მოქმედებას საჭიროებს და როგორც აღმოჩნდა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რაზეც აღნიშნულ დასკვნაშიც წერია: "არსებული (ისტორიული) იატაკი შესანარჩუნებელია. შეიძლება არსებული იატაკის რესტავრაცია. ნაკლული ადგილების შევსება და ახალი შეუსაბამო ქვების შეცვლა ძველი ქვების მასშტაბის გათვალისწინებით" - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

გაკეთდა მოკლე მიმოხილვა და სულიერი შეფასება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნისა, რომელიც ოც წელზე მეტხანს მიმდინარეობს: საინიციატივო ჯგუფის მიერ წლების მანძილზე გაკეთებული ხელმოწერები მეტყველებს, რომ ანჩისხატის თავისსავე სახელობის ტაძარში გადაბრძანების მოთხოვნითაა წარდგენილი ყველა ინსტანციაში; ხატის დაბრუნებას ამ ტაძარში 2000 წლიდან ერთობის ლოცვით ევედრება მორწმუნე ერი უფალს - ანჩისხატის მუზეუმის კედლებთან სადღეღამისო ლოცვით, თუ საქართველოსა და უცხო ქვეყნის ტაძრებში (ეს ლოცვა სხვადასხვა ენებზეა ნათარგმნი); ამ ტაძარში ხატის დაბრუნებაზე აქვს წინათქმა წმ. მამა გაბრიელს (ურგებაძე), რომლის სიტყვებიც მუზეუმის წინ, ანჩისხატის მომლოცველების მიერ მოწყობილ არსებულ სამლოცველოს ამშვენებს.

20 წლიანი ბრძოლის შემდეგ პირველად საინიციატივო ჯგუფის მიერ ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნის შინაარსით დაინტერესდა და გამოეხმაურა მთავრობა; ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად ანჩისხატის ტაძარზე გაკეთდა საქმიანი წერილობითი პასუხები პრემიერმინისტრის უწყებიდან, კულტურის სამინისტროდან, საპატრიარქოდან, ძეგლთა დაცვიდან... ეს ყველაფერი, ღვთის წყალობით დღემდე მოვიდა მრავალი წინააღმდეგობის ფონზე. ამ წმიდა საქმის ბოლომდე მიყვანას, ალბათ გარკვეული ძალისხმევა კიდევ დასჭირდება და შემდგომ დაბრკოლებებსაც უწინდებურად გადაგვალახინებს სასწაულმოქმედი ხატი - ერთსულოვნად აღნიშნეს კონფერენციაზე დამსწრეებმა.

ზაზა ნანობაშვილმა ასევე წამოაყენა საკითხი - კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ:
"მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომპლექსურ ძეგლებს, მითუმეტეს როდესაც ისინი ათ საუკუნზე მეტი ხნის არიან და გარკვეული წლების მანძილზე ურთიერთკავშირი ჰქონდათ. ანჩისხატის ტაძარი და მისი სახელმდები ხატი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ ეს არის უძრავი და მოძრავი ძეგლის ერთობლიობა, რომელნიც ერთი სახელწოდებისა და ერთი შინაარსის ქვეშ გაერთიანდნენ და უკვე საუკუნეებია ერთი და იგივე სახელს ატარებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ერმა იმხელა პატივი მიაგო ხელთუქმნელ ხატს, რომ ღვთივგანბრძნობილ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვა კურთხევით, საკათალიკოსო დედაქალაქის პირველ ტაძარს სახელი შეუცვალა და ანჩისხატისა უწოდა. მეფის ამაღლებული საბრძანებელი დედაქალაქში მხოლოდ ამ ტაძარშია, ამ ტაძრიდან ზარის რეკვა და სიმართლის თქმა არასოდეს შეჩერებულა. ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნება ერის კეთილდღეობისთვის მისტიკური მნიშვნელობისაა.

KARIBCHE

ხელოვნური წინააღმდეგობის ასარიდებლად ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ აუცილებელია საინიციატივო ჯგუფს მიეცეს ნდობა და უფლება პროცესებში უშუალო ჩართვისა და მონაწილეობისათვის.
ასევე მოხდა საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოსა და მერიაში წარდგენილ წერილებზე მსჯელობა, აღნიშნულ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად:

1. თბილისის განმასრულებლის, თბილისში ტახტზე მჯდომი პირველი მეფის და ანჩისხატის ტაძრის აღმშენებლის - მეფე დაჩის (უჯარმელი) სახელზე ანჩისხატის ტაძრის მიდამოებში განსათავსებელ ბარელიეფთან დაკავშირებით, რის თაობაზეც კონსულტაციები მიმდინარეობს მერიის წარმომადგენლებთან ერთად. რომელიც ასევე ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავის მოსამზადებელ სამუშაოებს ეძღვნება.

2. მეფე დაჩის (უჯარმელი) სახელზე ძველ თბილისში რომელიმე ქუჩის (სანაპიროს) სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომლის ზოგადი განხილვაც კონფერენციაზევე მოხდა საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოდან სიტყვით გამოვიდა: - საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსი- მამუკა ბალიაშვილი: "ჩვენთან წარმოება მიმდინარეობს ამ საკითხზე და საკრებულოს მხრიდან, სრული მხარდაჭერა გაქვთ კომისიის თავმჯდომარის ქ-ნ თინათინ ნიბლოშვილის მხრიდან, აუცილებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს მიენიჭება მეფე დაჩი უჯარმელის სახელი. წინამოსამზადებელ სამუშაოებს გავდივართ და ბატონ ზაზასთან ერთად მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას."
საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ დაამატა - "მართლაც ისეთი გადაწყვეტილება უნდა მოვოღოთ, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. მინდა გთხოვოთ _ მსგავსი შეხვედრა საკრებულოშიც მოვაწყოთ, ყველა წევრი დაესწროს, მოისმინოს, ვინ ხართ, რას აკეთებთ, ამდენი ხანი გიღვაწიათ, მოვიწვიოთ მერიის წარმომადგენლებიც და ეს თქვენი გმირული შრომა მინდა რომ ყველამ იცოდეს და მაქსიმალურად ყველა ადამიანს გავაგებინოთ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ყველანაირად და გვიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდში. "
მათ აღნიშნეს, რომ საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმსჯელებენ და მალე გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

3. ანჩისხატის მომლოცველთა საინიციატივო ჯგუფმა, სასულიერო პირებთან ერთად, ამ დღეს კონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო სინოდზე წარსადგენი წერილი მეფე დაჩის წმინდანად შერაცხვის შესახებ. კონფერენციაზე ყველამ ერთხმად მოიწონა ეს აზრი და შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და შესაბამის კომისიას გაეგზავნება თხოვნა: შესწავლილ იქნას მეფე დაჩის ცხოვრება, როგორც დედაქალაქის დამაარსებლის და ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფის,რათა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი.

აგრეთვე განხილულ იქნა ანჩისხატის დედნის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ის წერილები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოხდა კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვას შორის. ანჩისხატის ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა - მიმდინარე მოვლენების მიხედვით.

კონფერენციას დაესწრნენ წარმომადგენლები კვიპროსიდან, კვიპროსში მოღვაწე ქართველი მღვდელის მამა ანდრია (სხილაძის) თაოსნობით. სტუმრებმა კონფერენციაზე კვიპროსის თეოლოგთა კავშირის ოფიციალური მხარდასაჭერი წერილი წაიკითხეს ანჩისხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით:

განცხადება

"სრულიად კვიპროსის ბერძენ თეოლოგთა კავშირის მმართველობითი ორგანოსათვის ცნობილი გახდა, საქართველოს მართლმადიდებელი კრებულის და კერძოდ ამ კრებულის თავჯდომარის, ბატონ ზაზა ნანობაშვილის და მისი თანამებრძოლების ღვთივსათნო მოღვაწეობის შესახებ, რომელიც შეეხება საეკლესიო სიწმინდეების, ასევე წმიდა ხატების, განსაკუთრებით კი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის - ანჩისხატის ეროვნული მუზეუმიდან მისი სახელობის ეკლესიაში, ანუ მისი კუთვნილი ადგილის წიაღში გადაბრძანებას.

ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, საცოდაობა არაა ხატი შემოიფარგლებოდეს მუზეუმის ვიწრო და მისი პატივის შეუფერებელი ვიტრინების ტყვეობაში? მოვიდა დრო, რათა ასეთი დიდი სიწმინდე, მსოფლიო მნიშვნელობის ხელთუქმნელი ხატი, დიდი საეკლესიო პატივით გადაბრძანებულ იქნას მუზეუმიდან ტაძარში, მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ერთობით. ეს სიწმინდეები ხომ ზოგადსაკაცობრიო, ზოგად მართლმადიდებლური მნიშვნელობისაა და ეს ერთნაირად ეკუთვნის ყველა მართლმადიდებელს და ვისთვისაც ხატი სიწმინდეა.

ვუერთდებით თქვენს სათნო მოღვაწეობას, ჩვენ და ჩვენი მართლმადიდებელი ერი კვიპროსისა, სადიდებელად ღვთისა და სასიკეთოდ მორწმუნე მართლმადიდებელი ქართველებისა და ყველა მართლმადიდებელისა.

პატივისცემით
თეოფილაქტე ხაჯიკოსტა.
პრეზიდენტი სრულიად კვიპროსის მართლმადიდებელ ბერძენთა კავშირისა.

KARIBCHE

ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებას მხარდაჭერა აღუთქვეს და წერილობითაც დაადასტურებენ სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიები: პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან...

კონფერენციებზე ნაჩვენები იყო შეხვედრის ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა, ანჩისხატის ტაძრის ისტორიაზე და მის უძველეს წარწერებზე.

საინიციატივო ჯგუფი პასუხისთანავე მზად არის სამუშაოების დასაწყებად - სახატის კიოტის პროექტისთვის, მისი განხორციელებისთვის და სხვა თანმდევი სამუშაოებისთვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat