ცოტა ხნის წინ "კარიბჭე" გატყობინებდათ, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში,
მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. საშენი მასალების დეფიციტის გამო მშენებლობა შეჩერებული იყო და კეთილი ადამიანების დახმარება იყო საჭირო საქმის გაგრძელებისთვის.
"კარიბჭის" გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას მართლაც მოჰყვა მკითხველების რეაგირება და მათი დახმარებით ტაძარი ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი. მაგრამ ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია.
მოდით, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად, მეგობრებო! შევეწიოთ ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია.
12 მოციქულის მადლმა გაგაძლიეროთ!
გვინდა მშენებლების და მისი ორგანიზატორების სახელით მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც თუნდაც 1 ლარით შეეწევა ამ მადლიან საქმეს. უფალმა შეგიწიროთ და სიკეთით ასმაგად დაგიბრუნოთ ყოველი შენაწირი.
შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე
ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.