უფლება გვაქვს და მოვალენიც ვართ, ღიად მოვითხოვოთ ჩვენი საგანძურის აღრიცხვა და გავარკვიოთ არსებული მდგომარეობა
03.05.2018
4 მაისს 13:00 სთ-ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში (თავისუფლების მოედანი 4, შეხვედრების დარბაზი 3) ანჩისხატის ისტორიის
მკვლევარის, რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის და მისი საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით გაიმართება კონფერენცია, რომელიც 2 მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს:
1. საინიციატივო ჯგუფი ითხოვს ხელოვნების მუზეუმიდან სიწმინდეების შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიაში შეყვანას.
2. ასევე განიხილება მიმდინარე მოვლენები ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საინიციატივო ჯგუფი წლების განმავლობაში ხელმოწერების შეგროვების გზით არაერთხელ ითხოვდა ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებას და ქართული სიწმიდეების პატივყოფას.
საინიციატივო ჯგუფი მიმართავს კულტურის მინისტრს:
"არ დაგვიტოვებია ხელოვნების მუზეუმში უყურადღებოდ არცერთი ფაქტი, 1999 წლის სიწმიდეების საზღვრებს გარეთ გატანის მცდელობიდან - დღემდე. მუდმივ რეჟიმში მონაწილეობას ვიღებდით ჟურნალისტურ კვლევებში და ვრეაგირებდით ბოლო წლებში სამუზეუმო სივრციდან საგანძურის დაკარგვის ფაქტებზე.
ჩვენ უფლება გვაქვს და მოვალენიც ვართ, ღიად მოვითხოვოთ ჩვენი საგანძურის აღრიცხვა და გავარკვიოთ არსებული მდგომარეობა. ამ უფლებას კანონი გვანიჭებს:
საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ. "მუხლი 14: საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის შესახებ... "(07.05.2003 #2137)"
ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფი ითხოვს მუზეუმში მყოფი სიწმიდეების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შეყვანას!
კონფერენციის შემდეგ მოთხოვნას გადასცემენ, როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: სასულიერო პირები, ხელოვნების მუშაკები და იურისტები.
ანჩისხატის ისტორიის მკვლევარი და ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების მოთხოვნაზე ხელმოწერების ინიციატორი - ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 592 033 104