მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ხელისუფლებას პასუხობს
25.04.2018
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე, უკრაინის პრეზიდენტისა და რადას მიმართვასთან დაკავშირებით,
კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ყველა თავისი ქმედების კოორდინირებას სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად განახორციელებს.
წმინდა სინოდის ოფიციალური განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ "საღვთო და წმინდა კანონთა თანახმად, ასევე, მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო წესისა და წმინდა ტრადიციათა თანახმად, მსოფლიო საპატრიარქო დაინტერესებულია მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებით და ზრუნავს მართლმადიდებელ ეკლესიებზე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით უკრაინის მართლმადიდებელ ერზე, რომელმაც მიღო საცხოვნებელი ქრისტიანული რწმენა და წმინდა ნათლისღება კონსტანტინოპოლისგან".
უკრაინის ხელისუფლების პეტიციასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვს, სინოდი აცხადებს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია ყველა თავისი ქმედების კოორდინირებას სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად განახორციელებს.