24 აპრილს ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავისა და მისი აღმშენებლის - მეფე დაჩისადმი მიძღვნილი მორიგი კონფერენცია გაიმართება
24.04.2018
24 აპრილს 13:00 სთ-ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში (თავისუფლების მოედანი 4) ანჩისხატის ისტორიის მკვლევარის,
რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის და მისი საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით გაიმართება კონფერენცია.
კონფერენცია იმსჯელებს საინიციატივო ჯგუფის მიერ მთავრობაში წერილობით შეტანილ შემდეგ საკითხებზე, რომელიც ეძღვნება დედაქალაქის პირველი ტაძრის - ანჩისხატის 1500 წლისთავს:
1. თბილისის განმასრულებლის, თბილისში ტახტზე მჯდომი პირველი მეფის და ანჩისხატის ტაძრის აღმშენებლის - მეფე დაჩის (უჯარმელი) სახელზე ანჩისხატის ტაძრის მიდამოებში განსათავსებელ ბარელიეფთან დაკავშირებით, რისი განხილვაც კონფერენციაზე მოხდება მერიის წარმომადგენლებთან ერთად.
2. მეფე დაჩის (უჯარმელი) სახელზე ძველ თბილისში რომელიმე ქუჩის (პროსპექტის, სანაპიროს) სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც მოხდება საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად.
3. აგრეთვე განიხილება ანჩისხატის დედნის დაბრუნებასთან დაკავშირებით ანჩისხატის ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა - მიმდინარე მოვლენების მიხედვით.
კონფერენციას დაესწრებიან წარმომადგენლები კვიპროსიდან, რომლებიც კვიპროსის თეოლოგთა კავშირის ოფიციალური წერილით მხარს დაუჭერენ ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებას.
სამწუხაროდ, დღესდღეობით არ იცის ბევრმა, რომ მეფე დაჩის განსრულებულია დედაქალაქი. თბილისში არ არსებობს მისი აღმნიშვნელი, არც რაიმე ნიში და არც მისი სახელობის ქუჩა. დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად; მის მეფობის პერიოდში თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის - დღევანდელი ანჩისხატის ეკლესია.
სასულიერო პირებთან ერთად, ამ დღეს მოხდება სინოდზე წარსადგენი წერილის შედგენა მეფე დაჩის წმინდანად შერაცხვის შესახებ.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და შესაბამის კომისიას გაეგზავნება თხოვნა: შესწავლილ იქნას მეფე დაჩის ცხოვრება, როგორც დედაქალაქის დამაარსებლის და ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფისა და დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი.
ნაჩვენები იქნება დოკუმენტური მასალა, როგორ მოხდა კომუნისტების პერიოდში 20-იან წლებში სიწმიდეების ეკლესიიდან გატანა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ხელოვნების მუშაკები და უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაცია.
ანჩისხატის ისტორიის მკვლევარი და ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების მოთხოვნაზე ხელმოწერების ინიციატორი - ზაზანანობაშვილი - 555 399 923; 592 033 104