თანამედროვე მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან მოზარდები აგრესიულები და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში?
რა სახის ლიტერატურა და ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ შვილს, რომ მისი ფსიქიკა ჯანსაღად ჩამოყალიბდეს? როგორ გავაგებინოთ ბავშვს რა არის ცუდი და რა კარგი? გამომდინარე იქედან, რომ პატარა ასაკიდანვე მიღებული შთაბეჭდილებები, ცოდნა და განცდები დიდ წილად განსაზღვრავს მოზარდის ქცევის ხასიათს მომავალში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გზას უნდა მივმართოთ. ამ მხრივ "მეგზური სიკეთის სამყაროს" სერიაში გამოცემული წიგნები მშობლებისა და მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო და გამორჩეული რესურსია. ამ სახელწოდების სერიაში გამოცემული წიგნების მიზანია, ბავშვებს და მშობლებს მიაწოდოს დაწყებითი ინფორმაცია ქრისტიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუმცა წიგნი, მხოლოდ რელიგიური ხასიათის ინფფორმაციას არ მოიცავს.
"მეგზურის სიკეთის სამყაროში" 15 ტომით არის წარმოდგენილი და სერიის ამ ნომერში გამოცემული მე-3 წიგნის, "უფლის ანგელოზების" შეძენა, წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში, 26 აპრილიდან ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად სპეციალურ ფასად არის შესაძლებელი.
შვილებთან ერთად წასაკითხი წიგნები - სიკეთის, კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის მაგალითები მხატვრული ლიტერატურიდან და რეალური ბიოგრაფიებიდან, ნამდვილად დაგეხმარებათ ამოგზაუროთ თქვენი შვილები სიკეთის სამყაროში.