პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად მცხეთა აკურთხა
07.04.2018
ხარების დღესასწაულზე, პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად მცხეთა აკურთხა.
როგორც პატრიარქის მოსაყდრემ ქალაქის ქუჩების კურთხევისას განაცხადა, აღნიშნული ტრადიცია მე-11 საუკუნიდან არსებობს.
"მე-11 საუკუნეში პატრიარქმა მელქისედეკმა პირველმა დააარსა მცხეთის კურთხევის დღე ხარების დღესასწაულზე. მრავალი საუკუნე სრულდებოდა ეს წესი, მაგრამ ეგზარქოსების პერიოდში შეწყდა ამ ტრადიციის აღსრულება, რომელიც კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამას, ვაკურთხებთ მცხეთას", - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ, საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს, 10:00 საათზე, დაიწყო.
წირვაზე დღეს სამი ჯვარი აკურთხეს.