მეუფე შიო - ტრაგედიაა, რომ ოჯახს არ ეძლევა საშუალება არჩილ ტატუნაშვილი ქრისტიანულად დაკრძალოს
12.03.2018
ტრაგედიაა, რომ ოჯახს არ ეძლევა საშუალება არჩილ ტატუნაშვილი ქრისტიანულად დაკრძალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა,
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განუცხადა.
მეუფე შიო მუჯირმა დღეს ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და როგორც აღნიშნა, საპატრიარქო შეშფოთებულია იმის გამო, რომ ცხედრის გადმოსვენება გაჭიანურდა.
"ვართ ძალიან შეშფოთებულები, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გამოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება ქრისტიანულად დაკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისხენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება", - განაცხადა შიო მუჯირმა.