დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატრიარქის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა
 დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატრიარქის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატრიარქის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 8 მარტს, საპატრიარქოში, მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა "არა მარტო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ უწმინდესი გულისხმობდა, ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებს, რასაც ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელების მაღალი დონე".

"გასულ ხუთშაბათს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა საუბრობდა მეორედ მოსვლისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. დღეს ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველი საუბრობს საყოველთაო აპოსტასიის (ღვთისაგან განდგომილების) შესახებ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაცისა და ინტეგრაციული პროცესები ისეთი არაპროგნოზირებადია, როგორიც არასდროს ყოფილა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ქრისტიანული ესქატოლოგიის (მოძღვრება სამყაროს აღსასრულზე) ფონზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობდა მისი უწმინდესობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ აღნიშნული საკითხის ინტერპრეტირება მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა, რაც არასწორი გახლავთ", – განაცხადა მამა მიქაელმა.

"მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა," - განაცხადა პატრიარქმა საპატრიარქოში 8 მარტს მცხეთა–თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე.
ბეჭდვაელფოსტა
14.03. 2018
წწწწწწწწ
ეს ადამიანი ბოტკოველი ან იტყუება ან ნატქვამიდან დასკვნა ვერ გამოაქვს ,ეხლა მოუისმინე პატრიარქს და საქართველოზე ლაპარალობს.ეგ იცის ინტრიგებში თავის გაყოფამ,უსამართლობის გაპრავებამ,რომელიც გონებას ბინდავს და ღვთის მადლს განაშორებს..თუ ვინმე გილშემატკივარი კითხულობს ,ბოტკოველს ურჩიოს საპატრიარქოს ინტრიგებში მონაწილეობას თავი გაანებოს და წმინდა მამები იკითხოს,დაკავდეს იესოს ლოცვით და წმ.მამების კითხვით.შორენესთან საუბარს ღმერთთან საუბარი,ლოცვა და ღვთის მადლი არ ჯობს?
13.03. 2018
მედეა
გაკვირვებული ვიყავი ეკლესიის მსახური ასე პესიმისტურ წინადადებას როგორ იტყოდა? აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ჟურნალისტები გვყავს განგებ რომ გვიხეთქავენ გულს, ნეტავი რა სიამოვნებას ნახულობენ? სასოწარკვეთაში ჩავარდნა ხომ ცოდვაა, არაფერი სასოწარსაკვეთი ჩვენ არ გვჭირს, ჩამოეცალეთ, თავი დაანებეთ, ხელს ნუ უშლით თქვენსავე სამშობლოს.
13.03. 2018
კიკოლა
უკვე მართლა ყელში ამოვიდა თქვენი ტყუილები. პატრიარქმა რა თქვა და როგორაც თქვა, ყველამ კარგად გაიგო. არა ბიჭო, თურმე იაპონიას და მალაიზიასაც გულისხმობდა, როცა ეს ცნობილი ფრაზა თქვა!! გეყოთ რა!!!!!
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat