საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში მართლმადიდებლობის მხარდასაჭერი და "ახალი რელიგიების" საწინააღმდეგო რამდენიმე ათასკაციანი აქცია გაიმართა,
რომელშიც ბერძენი სასულიერო პირები, განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და მრავალშვილიანი ოჯახები მონაწილეობდნენ.
დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგები იყო: "არა ახალ რელიგიებს", "მართლმადიდებლური განათლება ყველა სკოლაში", "არა უღმერთობას" და ა.შ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "საბერძნეთი, რელიგია, მართლმადიდებლობა", "მოაშორეთ ანტიქრისტიანული სახელმძღვანელოები სკოლებიდან".
დღევანდელი მსვლელობა ათენის უნივერსიტეტიდან ქვეყნის პარლამენტის შენობამდე მოეწყო. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
წყარო:
დოგმა.გე