დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილებთან მიახლების შესაძლებლობა კიდევ 3 დღის განმავლობაში გექნებათ
05.03.2018
ჩვენი საიტის მკითხველისთვის ცნობილი იყო, რომ ორშაბათს, 5 მარტს, დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები ეროვნულ მუზეუმში უნდა გადაებრძანებინათ,
მაგრამ დღეს გვაცნობეს, რომ გადაწყვეტილება შეცვალა და დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილებთან მიახლების შესაძლებლობა კიდევ 3 დღის განმავლობაში გექნებათ. ორშაბათს წმინდა ნაწილებს მიაბრძანებენ ლურჯ მონასტერში და 3 დღე იქნება დაბრძანებული. გეწეოდეთ დიდმოწამე დედოფლის მადლი!
შეგახსენებთ, რომ ლურჯი მონასტერი მდებარეობს თბილისში, ვერისუბანში, ქიაჩელის ქუჩის ბოლოში.