ისრაელის მთავრობამ უკან დაიხია და მიიღო გადაწყვეტილება, გაყინოს გადასახადები და შეაჩეროს ეკლესიის მიწის კონფისკაციის გეგმა
28.02.2018
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე იცის, რომ 25 თებერვალს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, დაიხურა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.
ამის მიზეზი კი ქრისტიანულ კონფესიატა პროტესტი იყო იერუსალიმის ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლება აპირებდა მიეღო კანონპროექტი, რომლიც მიხედვითაც ქრისტიანულ კონფესიათა წარმომადგენლებს მილიონობით შეკელის გადახდას აკისრებდა.
დღეს ცნობილი ხდება, რომ ისრაელის მთავრობამ უკან დაიხია და მიიღო გადაწყვეტილება, გაყინოს გადასახადები და შეაჩეროს ეკლესიის მიწის კონფისკაციის გეგმა.
შედეგად, იერუსალიმის აღდგომის ტაძარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
ჩვენ გავიმარჯვეთ! - აცხადებენ ქრისტიანულ კონფესიათა წარმომადგენლები.