ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
25.02.2018
ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ან მრევლს დღევანდელი დღესასწაული - მართმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.
"დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას". დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია და ამ ეკლესიამ გაადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნეობა, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი", - განაცხადა პატრიარქმა.