მეუფე შიო: ქართული საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებია, როგორ შევინარჩუნოთ ერის ცნობიერება და სულიერი ღირებულებები თანამედროვე, გლობალისტურ, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში
მეუფე შიო: ქართული საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებია, როგორ შევინარჩუნოთ ერის ცნობიერება და სულიერი ღირებულებები თანამედროვე, გლობალისტურ, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში
საერთაშორისო კონფერენციაზე "რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" სიტყვით გამოსვლისას პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებია, როგორ შევინარჩუნოთ ერის ცნობიერება და სულიერი ღირებულებები თანამედროვე, გლობალისტურ, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში.

"დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობებზე რელიგიასა და საზოგადოებას შორის, რაც უპირველეს ყოვლისა, ალბათ გულისხმობს აზროვნების სფეროს ჩვენი ქვეყნისა, რისი განვითარებაც დამოუკიდებელი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში, ჩვენ ვფიქრობთ დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის როლზე და დამსახურებაზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მას. ეს ერთ-ერთი უმთავრესი თემაა, რასაც დღეს ეძღვნება კონფერენცია. ეს არის თანამედროვე გამოწვევები, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება ერისა, ჩვენი სულიერი ღირებულებები თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში და პოსტმოდერნისტულ ეპოქაში," – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი განცხადებით, ამ ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენცია სეკულარიზაციის და დესაკრალიზაციის პროცესია, მაგრამ ქართველი ერი აზროვნებით იდეალისტია, რაც ამ პროცესის მიმართ წინააღმდეგობრივი მდგომარეობაა.

"ადამიანი საკუთარ გონებასაც რომ ემორჩილება, ესეც კი ითვლება გარკვეულ ვერტიკალურ ღირებულებად, რაც მიუღებელი უნდა იყოს და რაც თრგუნავს თავისუფლებას. აქამდეც კი მიდის გარკვეული თანამედროვე აზროვნების მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფს. ასევე უმთავრესია სეკულარიზაციისა და დესაკრალიზაციის თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. დესაკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი თავისი აზროვნებით არის იდეალისტი ერი. ჩვენთვის ყოველთვის პირველადია იდეა," – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი შეფასებით, თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ჩვენი ერისთვის.

"ეს არის სწორედ იდეალისტური ღირებულებები. ამიტომ თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ვიფიქროთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე. ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის კიდევ წინსვლისა და გამარჯვებებისა," – განაცხადა მეუფე შიომ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat