რომის პაპის ინიციატივით, იტალიის ეკლესიებში "მამაო ჩვენო"-ს ტექსტი იცვლება
01.02.2018
იტალიის საეპისკოპო კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლომდე იტალიის ეკლესიებში შეიცვლება "მამაო ჩვენო"-ს თარგმანი.
ამის შესახებ იტალიური გამოცემა ჩორრიერე დელლა შერა იუწყება.
კერძოდ, დღეს არსებულ ტექსტში ფრაზა "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" ჩანაცვლება ფრაზით "და ნუ დაგვიტევებ ჩვენ განსაცდელსა შინა".
აღნიშნული ცვლილება ეპისკოპოსების საგანგებო სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც რომში 12-14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
რომის პაპი ფრანცისკე "მამაო ჩვენო"-ს ცვლილების ინიციატივით 7 დეკემბერს გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ლოცვა ინგლისურ და სხვა ენებზე არასწორია, რადგან "შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთი ირჩევს შეგვიყვანოს თუ არა განსაცდელში".
"ეს ცუდი თარგმანია, რადგან იმაზე მიგვანიშნებს, რომ განსაცდელის პროვოცირებას ღმერთი ახდენს", - განაცხადა რომის პაპმა.
მისი თქმით, ლოცვის ტექსტი საფრანგეთში უკვე შეიცვალა შემდეგნაირად: "ნუ მოგვცემ უფლებას, მივეცეთ ცდუნებას". ასეთი ფორმულირება, რომის პაპის აზრით, გულისხმობს, რომ განსაცდელის ბრალი თავად ადამიანზეა.