დღეს პატრიარქი შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვას ვერ დაესწრო
27.01.2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვას ვერ დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწმინდესის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა განსაკუთრებული არაფერია.
"პატრიარქი გაციებულია, ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ მოვახერხეთ, რომ დარჩენილიყო სახლში. რამდენიმე დღის წინ სიცივეში მოუწია ყოფნა და გაცივდა", - განაცხადა ცისანა შარტავამ.
წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.