22 იანვარს, 5 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა
სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შოთა ორველაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა.
გამოფენზე იხილავთ მამა შოთასს ფერწერულ და გრაფიკულ 50-ზე მეტ ნამუშევარს.
შოთა ორველაშვილი, დაიბადა 1960 წლის 11 ოქტომბერს, დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი, 1976-1980 წწ, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი,1984-1989წწ. მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში. პერსონალური გამოფენები - 2013 წ - საქართველო, თბილისი, "ქარვასლა"; 1999წ - საქართველო, თბილისი, თბილისის ეროვნული გალერეა; 1983წ - საქართველო, თბილისი, თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლი. ჯგუფური გამოფენები - 1997წ - საქართველო, თბილისი, თბილისის ეროვნული გალერეა - "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში"; 1984წ - საქართველო, თბილისი, "ქართული გრაფიკის რესპუბლიკური გამოფენა; 1983წლიდან - მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში მხატვრის სახლსა და თბილისის საფრანგეთის იტალიის, პოლონეთის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში.
გამოფენის სტუმრები აღტაცებას ვერ მალავდნენ ხელოვანი მოძღვრის შემოქმედების ხილვისას. გამოფენა 26 იანვრამდე გაგრძელდება და მსურველებს შეგიძლიათ ეწვიოთ ეროვნულ ბიბლიოთეკას.
მამა შოთასთან ინტერვიუს "კარიბჭე" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.