ქართველი მომლოცველები ისრაელის საზღვარზე უკანონოდ დაატუსაღეს
21.01.2018
წმინდა მიწის მოლოცვა ყველა ქრისტიანის ოცნებაა, მაგრამ ბოლო დროს არაერთ მომლოცველს ექმნება პრობლემები ისრაელის საზღვარზე,
ბევრს უკან აბრუნებენ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს უკვე სისტემატურ ხასიათს ღებულობს. ამიტომ ალბათ დროა, გავარკვიოთ ჩვენი უფლებები:
ფეისბუქმომხმარებელი თიკო პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ისრაელში გამგზავრების მსურველებს მიმართავს და თავსგადახდენილ შემზარავ ისტორიას ჰყვება:
"ქართველებო, არ წახვიდეთ ისრაელში, ეს საშიშია თქვენთვის!
ძალიან ვწუხვარ რომ ამ ტექსტით მიწევს პოსტის დაწყება! სულ რამოდენიმე დღის წინ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დღეს ასეთ თემებზე მომიწევდა საუბარი! მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას და ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც აპირებენ ისრაელის სტუმრობას, ყველას გააგებინეთ ეს ჩემი ისტორია!
2018 წლის 08 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გავემგზავრეთ 13 კაციანი მომლოცველთა ჯგუფი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ისრაელის მიმართულებით.
თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ყველა დოკუმენტი, მოწვევიდან დაწყებული, სასტუმროს ჯავშნით და გაწერილი დღიური გეგმით დასრულებული წესრიგში გვქონდა!
ჩასვლისთანავე პასპორტ კონტროლის გავლისას ჩამოგვართვეს პასპორტები და გასაუბრების ოთახებისკენ გვიხმეს. მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით რა გველოდა წინ. მოკლედ დაიწყო გასაუბრება, რომელიც ექვს საათს გაგრძელდა, თითოეულ ჩვენგანს გასაუბრებისას კონკრეტული პიროვნება სახელად კონსტანტინე, გვართმევდა პირად მობილურ ტელეფონებს და შედიოდა ჩვენს პირად სივრცეში, კერძოდ ნახულობდა ბოლო 2 დღის განმავლობაში ვის ქონდა დარეკილი ან ვისთან იყო სმს გაგზავნილი და სვავდა კონკრეტულ პირებზე კითხვებს, შემდეგ შედიოდა თავის პროგრამაში და ამოწმებდა ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კონკრეტულ პირებზე. ასე დეტალურად ვწერ იმ მიზეზით, რომ დაინახოთ როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და საერთოდ არც ვიცი, რამდენად ქონდათ უფლება ჩვენი მობილური ტელეფონების ჩხრეკის და პირადი ინფორმაციების კითხვის?! ასევე მინდა ავღნიშნო, რომ გასაუბრებისას ცდილობდა ჩვენთვის მოეწოდებინა ნეგატიური ინფორმაცია ჩვენივე ჯგუფის წევრებზე, რაზეც ბუნებრივია არ წამოვეგეთ. მოკლედ 6 საათიანი უფრო დაკითხვის, ვიდრე გასაუბრების შემდეგ, ჯგუფის 7 წევრს გვითხრეს უარი ქვეყანაში შესვლაზე , აქვე ავღნიშნავ რომ უარი ეთქვა პიროვნებას, რომელსაც აქვს აშშ 10 წლიანი ვიზა და ნახევარი მსოფლიო მოვლილი, ასევე მეც, არასოდეს მქონია პრობლემა არც ერთი ქვეყნის საზღვარზე და ბავშვობიდან ვმოგზაურობ უპრობლემოდ! შემდეგ ეს 7 ადამიანი გადაგვიყვანეს იმავე სართულზე მოსაცდელ ოთახში. ამ დროს მამაოს ეუბნებიან რომ მისი ჯგუფის წევრებს აქვთ პრობლემები და მხოლოდ 6 შეუშვებენ ქვეყანაში, რის შემდეგაც მან მოსთხოვა არგუმენტირებული მიზეზები, თუ რის გამო გვეთქვა ჩვენ უარი, რაზეც იყო ცილისწამება და არაადეკვატური პასუხები, მოკლედ აშკარა გახდა, რომ თვითონ ტყუოდნენ და ეს დადგმული სპექტაკლი ჭირდებოდათ დროის გასაყვანად, რადგან შეესრულებინათ საკუთარი გეგმა. მამაომ და ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა განაცხადეს უარი ქვეყანაში შესვლაზე და შემოგვიერთდნენ მოსაცდელ ოთახში.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით გვინდოდა მივეახლებოდით იმ სიწმინდეებს რაც არის ისრაელში და პირველ რიგში უფლის საფლავს, რომელიც ჩემთვის და ჯგუფის ყველა წევრისთვის იყო საოცნებო ადგილი, მაინც თითქოს შევეგუეთ, რომ არ შეგვიშვეს და მიუხედავად უსამართლობის განცდისა, მაინც ვისხედით მშვიდად და ველოდებოდით განაჩენს, თუ როდის გამოგვიშვებდნენ უკან. თურმე ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო და მთელი კოშარი წინ გველოდა!
აღსანიშნავია ის, რომ ე.წ "სამრთალდამცავები" ძალიან ცუდად, ცინიზმით, უხეშად, დაცინვით და უსამართლოდ გვექცეონენ! განცდა გვქონდა ისეთი, თითქოს საშიში დამნაშავეები ვიყავით. რაღაც პერიოდის შემდეგ მოგვაკითხეს, სამი მამაკაცი და ხუთი ქალბატონი წაიყვანეს, დამტოვეს მე და ოთხი ქალბატონი. რა თქმა უნდა არ გვითხრეს სად წაიყვანეს ჩვენი მეგობრები, უბრალოდ იმის გამო, რომ ინტერნეტით ვეღარ ვუკავშირდებოდით მათ, მივხვდი რომ აეროპორტის შენობიდან გაიყვანეს. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც კი ინგლისურად დავუწყე საუბარი და ჩემი უფლებები ვახსენე, მაშინვე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ ისინი გადაიყვანეს საემიგრაციო ცენტრში და მალე ჩვენც იქ გადაგვიყანდნენ. სწორედ აქ დაიწყო კოშმარი, ჩაგვსვეს გისოსებიან მანქანაში, ტუსაღები რომ გადაყავთ ისეთში, მიგვიყვანეს რაღაც შენობაში, რომელსაც ეწერა საემიგრაციო სამსახური. მოსაყოლად მარტივია, მაგრამ განცდა იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ზიხარ გისოსებიან მანქანაში, არ გაქვს პასპორტი, არ გესაუბრებიან,არ გყავს პატრონი და გაქვს უსუსურობის განცდა,ძალიან რთული გადასატანია!აგვიყვანეს ოთახში სადაც დაგვატოვებინეს ხელბარგი და ჩამოგვართვეს ტელეფონები, გვექცეოდნენ როგორც დამნაშავეებს, არადა ბრალიც კი არ გქონდა წაყენებული! ჩვენ დავრეკეთ აეროპორტიდან საქართველოს საკოსულოში, იმის გამო, რომ დილის 5 საათი იყო ბუნებრივია არ გვიპასუხეს, მაგრამ დავტოვეთ შეტყობინება და ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია! მოკლედ შეგვიყვანეს ჩვეულებრივ საკანში, სადაც იყვნენ სხვებიც. ძალიან რთულია იმის გადმოცემა რაც იქ ხდებოდა, საშინელი სიბინძურე, სუნი და ცინიზმი მათი მხრიდან. ფანჯრის გაღებიდან დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ყველაფრისთვის მიწევდა ბრძოლა! მოქონდათ წყალი და საჭმელი, მაგრამ ისეთ პირობებში, რომ გული არ მიგივიდოდა არაფერზე! მადლობა ღმერთს, რომ გაგვიმართლა და ამ კოშმარში მხოლდ 12 საათი ვიყავით, ჩემთან ერთად იყვნენ ესტონელი, რუსი და უკრაინელი გოგონები, რომლებიც 3 დან 5 დღემდე იყვნენ იქ და ელოდებოდნენ საკუთარ რეისებს.
ჩემი ამ პოსტის მიზანი არის ერთი, რომ ქართველებმა გაიგონ და იყვნენ მზად რა ელოდებათ ისრაელში ჩასვლისთანავე!
კიდევ მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერ მინიტრს და მთავრობას კითხვით, რატომ ვართ ასეთი დაუცველები ჩვენ იმ ქვეყანაში, რომელთა მოქალაქეებს თავს ვევლებით ჩვენს ქვეყანაში, ისინი კი, ასე სასტიკად გვექცევიან?!რატომ ვერ იცავს საქართველოს წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს ისრაელში?! თუ ასეთი რთული მდგომარეობაა იქ, რატომ არ მუშაობს 24 საათიანი სატელეფონო მოსახურება და რას აკეთებს საკონსულო იქ, თუ ვერ ეხმარება და არც კი ინტერესდება საკუთარი მოქალაქეების ბედით?!რატომ არ შეიძლება დავიცვათ სახელწიფოს დონეზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და თუ ვერ ვიცავთ, მაშინ ის მაინც ვუთხრათ მათ, რა ელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტენ იქ ჩასვლას!
ერთია, რომ არ გიშვებენ ქვეყანაში და მეორე, რომ ციხეში გსვავენ სრულიად უდანაშაულოს!!! ჩვენ არაფერი დაგვიშავებია გარდა იმისა, რომ მთელი გულით გვინდოდა მივეახლებოდით უფლის საფლავს და იქ არსებულ მრავალ სიწმინდეს! მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ეს იყო რთული გზა, რომელიც ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა, მამა კონსტანტინეს ხელმძღვანელობით ღირსეულად გავიარეთ და მშვიდობით დავბრუნდით სამშობლოში!", - წერს პაპუაშვილი.