სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით – დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი
15.01.2018
სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.
"სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით. წერილში ჩვენ ვწერთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის არაღიარებული რესპუბლიკა მათი სახელმწიფოს მიერ და რომ, ეს არის არაღიარებული ეკლესია, ასევე მათი ეკლესიის მიერ. ამას ვუხსნით, ვეკითხებით და პასუხს ვითხოვთ, რატომ მოხდა მათი მიღება და რა იყო ამის მიზეზი", – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. "ვიზიტის" ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.