მეუფე შიო - ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე
14.01.2018
ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ
სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს მიულოცა დღევანდელი დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს "წინადაცვეთას უფლისა ისეო ქრისტესი".
"ძველ აღთქმაში ყველა დიდი მოვლენა იყო წინასახე ახალ აღთქმაში შემოდგომში მოსახდენი მოვლენებისა. წინადაცვეთაც იყო ნათლისღების წინასახე. ჩვენ ახლა ვემზადებით ნათლისღებისთვის რამდენიმე დღეში. უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ნათლისღებით გააუქმა წინადაცვეთის აუცილებლობა და დააარსა ახალი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ვიბადებით ქრისტესგან. სწორედ ახალ სულიერ ნათლისღებას და დაბადებას პავლე მოციქული უწოდებს სულიერ წინადაცვეთას. ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქირებს როგორც უფლის მიერ 8 დღის ასაკში აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო სურვილებისა და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით და შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული",- განაცხადა მეუფე შიომ.