მეუფე შიო - ქედს ვიხრით პატრიარქის ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ დიდ თარიღებს
31.12.2017
ქედს ვიხრით პატრიარქის ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ დიდ თარიღებს, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ
სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მან კიდევ ერთელ მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორი დიდი თარიღის და ზეიმის შუა პერიოდში. ეს არის მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე, რომელიც ვიზეიმეთ 25 დეკემბერს და სულ რამდენიმე დღეში, 4 იანვარს არის მისი დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ამ ორი დიდ თარიღს შუაში ვიმყოფებით ჩვენ. ეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეებია და ჩვენ კიდევ ერთხელ, მის მიერ აშენებული ამ საოცარი ტაძრიდან ქედს ვიხრით მისი ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ ამ დიდ თარიღებს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიხარულს", - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.