მეუფე შიო - შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი
31.12.2017
ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის,
არამედ მარადიული სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს - უნდა მივეგებოთ იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრებისა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან მიღებული და გავრცელებული, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ამ თვალსაზრისით ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ერისთვის წინგადადგუმული ნაბიჯი. ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი", - განაცხადა მეუფე შიომ.
მან ასევე მრევლს შეახსენა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საღამოდან, ასევე, 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.