"მე აღვიკვეცე მაში, როდესაც ბერობა ილეოდა სქართველოში, ჩემს აღკვეცას არ ესწრებდა არცერთი ქართველი. ასეთ უმიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია"
- ეს ამონარიდი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II- ის შესახებ დაწერილი უნიკალური 4-ტომეულიდან არის, რომელიც ქვეყნის სულიერი მამის განცდების, ტკივილის, სიხარულის, იმ რეალური ამბების ერთობლიობა, რომლის გაცნობითაც შესაძლებელი ხდება იმის გაგება, თუ რა რთული გზა განვლო მან ბავშვობიდან დღემდე მოყოლებული. ეს წიგნები საქართველოს შეულამაზებელი ისტორიის ნაწილნი არიან, რომლებშიც გადმოცემულია საპატრიარქოში დაცული საარქივო მასალები, პატრიარქის ბავშვობის ფოტომასალა, მშობლების წერილები, უწმინდესის საზოგადოებრივი მოღვაწეობის დეტალები.
იხილეთ ვიდეო მასალაოთხტომეულში არაერთი ისეთი წერილი და დოკუმენტი მოხვდა, რომლებიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა. მათ შორის არის, სასულიერო პირებთან თუ სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რუსეთის აგრესიაზე, ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და აქამდე უცნობი იყო 1986 წელს დაწყებული მიმოწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ოთხტომეული საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით წლების განმავლობაში იქმნებოდა.
პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პალიტრა L-ის გადაწყვეტილებით ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, "ილია II - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" 4-ტომეულზე უპრენცედენტო 35%-მდე ფასდაკლება ამოქმედდა.
4-ტომეული 120 ლარის ნაცვლად 80 ლარად გაიყიდება. თითოეული ტომის ფასი კი 20 ლარი იქნება. ფასდაკლების აქცია 7 იანვრამდე იმოქმედებს.აღნიშნული ტომეულის შეძენით, მკითხველს საშუალება ექნება , უფრო ახლოს გაეცნოს პატრიარქის სიყმაწვილის წლებს, სემინარიაში სწავლის პერიოდს და გაიგოს, როგორ იღებდა იგი ქვეყნისთისთვის და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.