წმინდა სინოდი - ჩვენი ეკლესიის მიმართ დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2017 წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
წმინდა სინოდი - ჩვენი ეკლესიის მიმართ დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2017 წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ჩვენი ეკლესიის მიმართ დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "კვირის პალიტრა" ავრცელებს.

განცხადება ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას აღწერს:

"რა ვითარებაში იყო საქართველოს ეკლესია 40 წლის წინ? ეს იყო განადგურების პირას მიყვანილი საპატრიარქო ინსტიტუცია და სულიერად უკიდურესად დაუძლურებული სამწყსო.

1977 წელს საქართველოს ეკლესიაში იყო 6 მღვდელმთავარი, ორმოცდაათამდე სასულიერო პირი და ამდენივე მოქმედი ტაძარი. საზოგადოების უმეტესობა გაუცხოებული იყო ეკლესიისადმი და იყო დიდი ზნეობრივი რეგრესი.
აი, ასეთი უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა საქართველოს ეკლესიამ 40 წლის წინ. ამას კიდევ დაემატა ეროვნული მოძრაობის მღელვარე 80-იანი წლები, ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არანაკლებ რთული გარდამავალი პერიოდი - ორი სამოქალაქო და ორი სამამულო ომი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არაჯანსაღი ინფორმაციული და ფსიქოლოგიური კლიმატი, არასტაბილური ოჯახური და სამსახურეობრივი პირობები, სოფლების დაცლა, მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება, დევნილობა და ლტოლვილობა.

და ბოლოს, ამ წლების მანძილზე ეკლესიის წინააღმდეგ ხილული თუ უხილავი ბრძოლა არათუ მცირდებოდა, არამედ ყოველწლიურად ძლიერდებოდა. როცა ვფიქრობდით, რომ თავი დავაღწიეთ ათეისტურ ძალმომრეობას, აღმოვჩნდით მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმის წნეხის ქვეშ. თანამედროვე მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში მართლმადიდებლობა აღიქმება დემოკრატიისა და პროგრესის შემაფერხებელ ძალად. ამის გამო წარსულში ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა ფიზიკური დევნა შეიცვალა მათ მიმართ უმძიმესი მორალური დისკრედიტაციის ფორმებით.

ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და ბოლო ჟამს კულმინაციას მიაღწევს. რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირიპისრების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი.

ამ 40 წლის მანძილზე ეკლესიაში განვითარებული ძირითადი მიმართულებების ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ მიმდინარეობს არამარტო არსებული პრობლემების დაძლევა, არამედ ის ეპოქალური ცვლილებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ელოდა ჩვენი ერი. ყოველი სასიკეთო ნაბიჯი ითხოვდა გიგანტურ ძალისხმევასა და თავის სრულ უარყოფას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და აღასრულებს სასწაულს.

პირველი სასწაული, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების პირველივე დღეს ვიხილეთ, იყო ერის ერთსულოვანი ნდობა სრულიად ახალგაზრდა საჭეთმპყრობელისადმი. მის პიროვნებაში ქართველი ერი ხედავდა არა მარტო ეკლესიის, არამედ ქვეყნის აღორძინების წინამძღვარსაც. ეს მოლოდინი უმოკლეს დროში გამართლდა.

საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნილი ეკლესია უცბად აღმოჩნდა საქვეყნო მოვლენების ცენტრში. საქართველოს საპატრიარქო და სიონის საკათედრო ტაძარი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი მორალური საყრდენი შეიქნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში უდიდესი იყო ეკლესიის წვლილი", - ნათქვამია წმინდა სინოდის განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://www.kvirispalitra.ge/public/39090-qrac-ufro-dzlierdeba-eklesia-mith-ufro-izrdeba-masthan-dapirispirebaq.html
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat