მილოცვისა და მადლიერების სიტყვები მრავლად იქნება ამ დღებში ჩვენი პატრიარქისადმი. ჩვენ განსაკუთრებულსა და ახალს ვერაფერს ვიტყვით
- უბრალოდ გილოცავთ, ჩვენო პტრიარქო! შენდობას გთხოვთ ყოველი გულისტკენისთვის ყველა იმ ადამიანის მაგიერ, ვინც უნებურად თუ მიზანმიმართულად ვერ თუ არ დააფასა თქვენი ღვაწლი.
გმადლობთ, უწმინდესო და უნეტარესო, ყველაფრისთვის! ვმადლობთ უფალს, რომ თქვენი პატრიარქობის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება და თქვენ გვერდით ყოფნა.
თქვენი სიბრძნე, მოთმინება, სიმშვიდე და სიკეთე - მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე, მრავალჟამიერ!
კარიბჭელები