გავერთიანდეთ ონკოლოგიური პრობლემების მქონე პატარების დასახმარებლად
23.12.2017
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარება, განცხადებას ავრცელებს:
24 დეკემბერს, 4-დან საღამოს 7 საათამდე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც ებრძვიან სიმსივნეს და მათი ბავშვობა ჩვეულებრივისგან ცოტათი განსხვავდება.
გასაოცარია ამ ბავშვების შემართება და იმედი.
ფოტოზე ბერი ანდრიას ფონდის ერთ-ერთი შვილობილია, რომელიც განსაკუთრებული სიყოჩაღით გამოირჩევა. თითოეული თქვენგანის თანადგომა გვჭირდება! მცირედს ჩვენ ერთად გადავაქცევთ დიდ სიკეთედ !