67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი, სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი - დიმა ჯაიანი.
დიმიტრი ჯაიანის მთელი შემოქმედება აფხაზეთთან და მის მშობლიურ სოხუმის თეატრთან იყო დაკავშირებული. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი ("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთავი (გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985), "სტალინის დაკრძალვა" (1989). 2013 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად.
აფხაზეთის ტკივილი თან სდევდა დიმა ჯაიანის ცხოვრებას, ამ ტკივილით წავიდა და წაიღო ენით უთქმელი სევდა.
შეიწყალოს უფალმა, მიუტევოს შეცოდებანი და დაუმკვიდროს სასუფეველი, ამინ!