ლამარიას მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონას მიმართვა მრევლისადმი
ლამარიას მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონას მიმართვა მრევლისადმი
უშგულის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ლამარიას მონასტრის წინამძღვარი ეპარქიას ტოვებს. მამა იონა 6 წელია, უშგულში მოვიდა და აქაურების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ურთულესი რეგიონია სვანეთი გეოგრაფიულად, კლიმატის თვალსაზრისით. ბევრი პრობლემა დახვდა მამა იონას აქ, მაგრამ უფლის შეწევნით მოახერხა მონასტრის ამოქმედება, მრევლის გაძლიერება. ამიტომ ცნობამ მისი წასვლის შესახებ უშგულელები ააღელვა და ითხოვენ, რომ მამა იონა კვლავ დარჩეს მონასტერში. გთავაზობთ არქიმანდრიტ იონას მიმართვას მრევლისადმი.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, უშგულის ლამარიას მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონას მიმართვა მრევლისადმი:
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც მე უშგულში მივიღე, ამ წლების განმავლობაში, მადლობა ჩვენს უწმინდესს, მადლობა მეუფე ილარიონს, რომ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და 2011 წლის 4 დეკემბერს უშგულში, ლამარიაზე წინამძღვრად დამნიშნა.
და ახლაც, ჩემი პირადი თხოვნით, მეუფემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა და მე და მამა ილია ეპარქიას ვტოვებთ.
ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ეს არის აუცილებელი, ვილოცოთ, ლოცვას ყველაფერი შეუძლია, ლოცვით შევხვდეთ ამ პრობლემებს.
მოგეხსენებათ, რომ არის მარხვის პერიოდი, განსაცდელით დაიწყო ეს მარხვა ჩემთვის და ამ სოფლისთვის, მაგრამ სულიერად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს.
მე უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას, თანადგომისთვის, დაფასებისთვის, იმ სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რასაც მოსვლის დღიდან გვაგრძნობინებდით.

მართალია, იყო ბევრი წინააღმდეგობაც, მაგრამ უფლის ძალით და მადლით გავუმკლავდით ყველა სირთულეს.
შენდობას ვითხოვ აბსოლუტურად ყველა უშგულელისგან, თავდაპირველად რომ მოვედი აქ პირობა მოგეცით, რომ ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ ხდება, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა.
ყველამ კარგად იცის მოსვლის დღიდან რაც გვიკეთებია, ამას ღმერთი შეაფასებს, სოფელი შეაფასებს და ეპარქია შეაფასებს.
მადლობას ვუხდი ღმერთს, პატრიარქს და მეუფე ილარიონს, რომ საშუალება მოგვეცა და ჩემთვის ყველაზე უწმინდეს ტაძარში, ლამარიაზე მომიწია მსახურება და ექვსი წელი ვწირავდი აქ.

KARIBCHE

მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს, დალოცვილები იყავით და გახარებულები. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მშვიდად შევხვდეთ ამ ყველაფერს.
ვილოცოთ, ლოცვა მეტ ნაყოფს გამოიღებს ყოველთვის, დედა ღვთისმშობელს ესაუბრეთ, არ აყვეთ ბოროტ ენებს და ჭორებს. არავისკენ თითი არ გაიშვიროთ, არავის არაფერი არ დავაბრალოთ. პირადად მე ვიღებ ჩემს თავზე ყველა ბრალეულობას.
ღმერთმა დაგლოცოთ და წყალობა მოგცეთ!
ჩვენთან არს ღმერთი!!!"
05.12.2017
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat