პატრიარქი - აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს
პატრიარქი - აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს
რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარისტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვაში, რომელიც რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეს ეხება.

პატრიარქის სიტყვა საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

"თქვენო უწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო კირილე,
უწმინდესნო და უნეტარესნო პირველიერარქნო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა,
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონოზვნო დასნო,
ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ და თქვენთან ერთად ვიზიარებთ 100 წლის წინ რუსეთის ეკლესიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, – წმიდა სინოდის შეკრებით და ამ სინოდზე პატრიარქის მმართველობის აღდგენით, – გამოწვეულ სიხარულს.

ეს განცდა ჩვენთვის ფრიად ახლობელია, რადგან საქართველოს ეკლესიამაც საკუთარ თავზე გამოსცადა პატრიარქობისა და ავტოკეფალიის გაუქმებით მიყენებული სიმწარეც და მისი მოპოვებით გამოწვეული უდიდესი სიხარულიც.
ჩვენ ერთნაირი ხვედრი გვქონდა ათეისტური რეჟიმის დროსაც და ორივემ დიდი თავდადებისა და მსხვერპლშეწირული მსახურებით გადავლახეთ ეს უმძიმესი განსაცდელი.

დღეს სხვა რეალობაა. თუმცა, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები კვლავაც სერიოზულია და, ამასთან, მრავალფეროვანი როგორც სულიერ, ისე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, თუ სხვა სფეროში.
მაგალითად, როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარიტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, რის შესახებაც ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს. წმ.წერილში ვკითხულობთ: ,,სიმართლე და სამართლის თქმა, მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის" (სიბძნ.სოლომნ. 21;3).
ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, სიმართლე და მშვიდობა იზეიმებს.

დღევანდელი დღე, ბუნებრივია, საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთობის საკითხებზეც გვაფიქრებს. რა თქმა უნდა, ორივე მათგანის მიზანი ღვთისა და ხალხის მსახურება უნდა იყოს, მაგრამ მათ თავ-თავისი სამოქმედო სფერო აქვთ.
როგორც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მართლმადიდებლური გაგებით, სახელმწიფოც ასევე წარმოადგენს სასულიერო და საერო მმართველობის ერთობლიობას და, ამასთან, თვითოეული თავისი მიმართულებით მოქმედებს, ოღონდ, ვიმეორებთ, ერთი მიზნისკენ, – ღვთისა და ხალხის ერთგული მსახურებისათვის; ხოლო სადაც ეს ასე არ ხდება, იქ ბალანსი ირღვევა და არასწორ გამოვლინებებს აქვს ადგილი, თუნდაც ისეთს, როგორიც ეს იყო რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში პატრიარქობის აღდგენამდე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისაგან და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები.
თქვენო უწმიდესობავ, პატრიარქო კირილე, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს, ვულოცავ მას თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ, სასულიერო დასსა და მორწმუნე ერს და ვუსურვებ თქვენს ეკლესიას თავდაუზოგავი მუშაკობით მართლმადიდებელი სამყაროს საკეთილდღეოდ ბოლომდე შეძლოს ღვთის ჭეშმარიტი გზით სამწყსოს წარმართვა.
,,ღმერთმან მშვიდობისამან, დაე, სრულგქმნათ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მისი ნებისამებრ აღსასრულებლად" (ებრ. 13, 20-21)", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში, რომელიც რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეს ეხება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat