ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადება
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადება
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2017 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის საღმრთო ლიტურგიის დაწყების წინ, საქართველოს ეკლესიის მრევლს და სრულიად საქართველოს პირადად, საჯაროდ ამცნო, რომ მიიღო გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დადგინების შესახებ, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც წმიდა სინოდის წევრთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ამა წლის 25 ნოემბერს, თავის ეთერში გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც წმინდა სინოდის რამდენიმე წევრის პოზიცია/შეხედულებებია დაფიქსირებული კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. ამ სიუჟეტში არასწორად არის ინტერპრეტირებული ჩემ მიერ გამოთქმული პოზიცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. იმისათვის, რომ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი სწორად იქნეს ინფორმირებული ჩემი პოზიციის შესახებ, საჭიროდ ჩავთვალე განმარტების გაკეთება ზემოთ მითითებული ინტერვიუს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით:

(1) თავისუფალი იყო თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ ჩნდება ეს კითხვა? ამ კითხვას ბადებს აღნიშნული მოვლენის მოულოდნელი ხასიათი! ქართულ სახელმწიფოს, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიას მეტისმეტად რთული გარე და შიდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფაქტორების პირობებში უწევს ცხოვრება და არსებობა. ამის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, რომ სინოდის წევრებს თვით სინოდის სხდომაზე მოესმინათ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც საფუძველშივე გაფანტავდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების თანმხლები ბუნდოვანება კი უკავშირდება სამართლებრივ-კანონიკური ურთიერთობების საკითხს მოსაყდრესა და მღვდელმთავრებს შორის, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებას სასურველია ახლდეს ან უმალ მოჰყვეს რეგლამენტი, თუ დამატებით რა უფლებამოსილებით აღიჭურვა (ან აღიჭურვება სამომავლოდ!) კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თვით კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პირობებში.

(2) აქვე მივუთითებთ იმ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვარაუდი გამოვთქვით. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან და მისი საჯარო გავრცელების ფორმიდან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი დარჩა გადაწყვეტილების განხორციელების პროცედურა, თუმცა ჩვენ ამით თავად გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.

(3) კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევა-დადგინება არის მისი უფლება და ეს უფლება ჩვენ ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია!

(4) ჩვენ მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილების კომენტარი არ უკავშირდება მოსაყდრის კანდიდატურას, რომელთანაც ძმური ურთიერთობა გვაქვს, ისევე, როგორც წმიდა სინოდის დანარჩენ წევრებთან. შესაბამისად, ვთვლით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს ახლა მილოცვაზე მეტად გონივრული თანადგომა სჭირდება, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, რადგან წმიდა სინოდის ერთობა და მისი სიმტკიცე არის ის, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მის წარმატებით მსახურებას ურთულესი გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე სამყაროში.

(5) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ გამოირჩეოდა ერთსულოვნებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. ამან კი იგი ისეთ ურთულეს ქარტეხილებს გამოატარა, როგორიც, მაგალითად, ათეიზმის ეპოქა იყო. საქართველოს ეკლესიის მესვეურები ყოველთვის იდგნენ მისი სიმტკიცის სადარაჯოზე, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებდა მართლმადიდებელი მრწამსის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და მისიონერული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ჩვენი ზემოთ დაფიქსირებული პოზიციაც სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნასაზრდოები.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი
ბეჭდვაელფოსტა
29.11. 2017
მარიამ.
რადგან უწმინდესმა ასე გადაწყვიტა ასეა საჭიროც რომ პატივი სცეს ყველა სინოდის წევრმა ერმა და ბერმა....განა ყველა მისი კურთხევით არ მოღვაწეობს ბერად თუ მონაზვნად...რ2 რაც აწყობს იმას საუბრობს...მაგენს და მათ მეთაურს მართმადიდებლობის მოსპობაც სურდა...რაა არ შეიჭრენ ეკლესიაში
28.11. 2017
კეთილისმსურველი
ხოდა ამიტომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ უნდა მისცეთ ცრუსთავი ორს ინტერვიუები,როცა იცით რომ ისინი აუხილებლად შეეცდებიან სათავისო და ეკლესისათვის საზიანო ინტერპრეტაციების მიწოდებას საზოგადოებისთვის.მითუმეტეს მეუფეებს გმართებთ თავის შეკავება, რომლებიც პატრიარქს საყვედურობთ სინოდს არ შეუთანხმაო და დარწმუნებული ვარ ამის მიზეზიც ქონდა და უფლება ხო აქვს დააქვს და თქვენ ჰკითხეთ პატრიარქს სანამ განცხადებებს გააკეთებდით?!
28.11. 2017
პაპუნა თოლორაია
მაპატიეთ კადნიერება მეუფეო, მაგრამ მომავალში იქნებ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ სახალხოდ კომენტარის გაკეთებისას და იქნებ უფრო მკაფიოდ გამოხატოთ ხოლმე თქვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ მაპატიეთ კადნიერება. პაპუნა თოლორაია.
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat