საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე
ზვიად სეხნიაშვილი განცხადებას ავრცელებს:
ამაღამ, მარხვის დადგომისთანავე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ერთგული ჩოხოსნები და არა მარტო ჩოხოსნები, ვიწყებთ უწყვეტ ლოცვებს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა და გაერთიანებისთვის. გარდა ამისა, გვექნება მოსახსენიებელი ჩვენი ოჯახების, შვილებისა და ჩვენი მიცვალებულებისთვის. შეგახსენებთ, რომ ლოცვაში მონაწილეობის მსურველს თვეში ერთი საათით მოუწევს სვეტიცხოველში, უფლის კვართის სვეტთან ჩასვლა და უფლისადმი ვედრების აღვლენა სამშობლოსათვის.
გთხოვთ ყველას, ვისაც მამული უყვარს და საკუთარი შვილების ბედი ადარდებს, ნუ მოაკლდებით ამ მადლს და დავდგეთ საქართველოს სიყვარულში ერთად. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს და უფალი დაგვეხმარება, რათა გადარჩეს სამშობლო ჩვენი !!!
ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ - ჩვენი დიდი წმინდანები, ზეციური და მიწიერი საქართველო !!!
ქართველებო - ჩვენი დიდგორი და მარაბდა ახლა აქაა, ეს ლოცვა აღარასოდეს აღარ უნდა გაწყდეს !!!
აბა, ერთი დავანახვოთ ოთხივ კუთხით ავის მოსურნე მტერს, თუ რა ძალა აქვს ქართველობას და მამულიშვილობას !!!
გფარავდეთ ღმერთი თქვენ და სრულიად საქართველოს !!!
P. S. ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ჩაერთოთ ამ უდიდეს მამულიშვილურ საქმეში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ქეთევან ნათენაძეს ტელეფონის ნომერზე 592 90 70 80