გუშინ, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 21 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა გიორგი (კუკური) მორთულაძე ემსხვერპლა.
გიორგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ორი წლის წინ სამრევლო სკოლა დაამთავრა და სწავლა ბათუმში განაგრძო. გიორგი სტიქაროსანი და ხატმწერი იყო. მისი ახლობლების ინფორმაციით, სასტუმროში სავარჯოშოდ იყო მისული.
მისი ცხედარი ლიფტში იპოვეს.
- როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს 5 ადამიანი გადაარჩინა, სამშვიდობის გაიყვანა და თავად ვეღარ მოახერხა ლიფტიდან გამოსვლა, - ამბობს გიორგის მამა, თემურ მორთულაძე.
გარდაცვლილთა შორისაა წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი, სტიქაროსანი გიორგი ცინცაძე.
21 წლის ბექა შატაკიშვილი წარმოშობით გორიდან იყო, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსანი იყო.
მოიხსენოს უფალმა მათი სულები და დააწესოს, სადაცა მართალნი განისვენებენ.