მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებიან
26.11.2017
ვაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო. "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს,
ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს.
აშშ-ში ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.