დღეს ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები. აეროპორტში წმინდა ნაწილების ჩამობრძანებას მრავალი მორწმუნე შეეგება.
თავად უწმინდესი დახვდა დიდმოწამე დედოფალს და მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთან პარაკლისი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ წმინდა ქეთევანის წმ. ნაწილები უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ინდოეთიდან საქსრთველიში ჩამოაბრძანა ავჭალის წმ.ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ და 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა ეპარქიებში წააბრძანებენ.
იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო, დამშვიდდება საქართველოს ეკლესია, - განაცხადა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისას.
პატრიარქის თქმით, ხალხი დიდი მოწიწებით მიესალმება სამშობლოში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის დაბრუნებას.
"იმედია, რომ ჩვენი მომავალი იქნება კეთილი და მშვიდობიანი. გიხაროდეს ფრიად მშვენიერო, მოწამეთა შორის, გიხაროდეს ქეთევან დედოფალო, ბრწინვალეო გვირგვინოსანთა შორის!" - განაცხადა პატრიარქმა.
დღეს სიწმინდეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დააბრძანებენ. ხვალ, 24 სექტემბერს, 11 საათზე, სამებაში იქნება დაბრძანებული და მრევლს შეეძლება მასთან მიახლება.
ფოტოები ექსკლუზიურად "კარიბჭესთვის" მოგვაწოდა ავტორმა