13.02.2017
მასმედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ უწმინდესის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საზოგადოება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შოკში ჩააგდო.
ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშიებით სათანადო უწყებებისგან, სათანადო პასუხების გაცემასაც ითხოვენ. როგორც "გურია ნიუსი" გვამცნობს: ჩვენი ინფორმაციით პატრიარქთან ამ წუთებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იმყოფება და ილია მეორეს საფრთხე არ ეუქრება:
- ბატონო ანზორ, თქვენ რატომ იცავთ ილია მეორეს, საფრთხე ემუქრება?
- არავითარი საფრთხე პატრიარქს არ ემუქრება. ჩემი ყოფნის მიზანი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა. საპატრიარქოს უსაფრთხოება მუდმივად იყო ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს სხვა სპეც. სამსახურების მზრუნველობის საგანი. პატრიარქი უკვე წაიყვანეს საოპერაციოდ და კარგი იქნება ყველა ამის გარშემო გავერთინდებით.
- პატრიარქის დაცვის გაძლიერება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება?
- კი, უკავშირდება. თუმცა, უფრო პრევენციული ხასიათისაა და როგორც გითხარით, უსაფრთხოების პრობლემა არ დგას.
- შეგიძლიათ გვითხრათ რატომ დააკავეს მამა გიორგი მამალაძე?
- მე შემიძლია დავადასტურო დაკავების ფაქტი. დანარჩენი ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს სთხოვეთ, - გვითხრა ჩუბინიძემ.
შესაბამისი სამსახურები კი ამ დრომდე დუმს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიებას მთავარი პროკურატურა გრიფით საიდუმლოდ აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავე. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პირველ კომენტარს აკეთებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით.
"გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ," - განუცხადა რუსთავი 2-ს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ბერლინში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფება.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს თქმით, რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იოსებ ოხანაშვილს, ის ბერლინში იმყოფება და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია. შსს-ში აცხადებენ, რომ მამალაძე მათ არ დაუკავებიათ. მთავარ პროკურატურაში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
რუსთავი 2-ის წყაროს ცნობით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალაქ ბერლინში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, რომელმაც საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა, რადგან მთავარ პროკურატურას ოხანაშვილთან კითხვები ჰქონდა. წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად შაბათს გამოცხადდა და მისი 4 საათიანი დაკითხვა გრიფით საიდუმლო საქმეზე მიმდინარეობდა, ხოლო კითხვები პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა.
ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ ოხანაშვილმა საქართველო დატოვა და ისევ გერმანიაში გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი რუსთავი 2-ის შეკითხვას, თუ "ვინ იცავს ახლა პატრიარქს და ადასტურებს თუ არა ის უწმინდესის შესაძლო მოწამვლის მცდელობის ფაქტს," პასუხობს, რომ ახლა "ჭორაობა" არ სურს და ამ თემაზე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ილაპარაკებს.
"თბილისში რომ დავბრუნდები, ყველაფერი გამოჩნდება , მერე შეგიძლიათ დამირეკოთ, ნომერი დავიმახსოვრე თქვენი და პირდაპირ გეტყვით. ახლა აქედან არ მინდა ჭორაობასავით გამომივიდეს. თბილისში რომ ჩამოვალ, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ნათელი. მადლობა ღმერთს, რომ კარგად იმყოფება," - აცხადებს მეუფე იაკობი.
ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს.
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება.
"მე მაგალითად ჩემს აზრსაც გეტყვით და სხვა მღვდელმთავრებისაც და თვითონ პატრიარქსაც, რომ ვუთხარით ისიც ზუსტად ასე ამბობს: მე არ მჯერა, რომ საქართველოში, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს თავში. ჯერ ერთი რატომ მაგრამ რატომღაც, წარმოუდგენლად მიმაჩნია, აბსოლუტურად. არც პატრიარქს არ სჯერა ამის და არც მღვდელმთავრებს. სულ ამაზე ვსაუბრობთ. რომ დაკავებულია სასულიერო პირი, ეს პატრიარქმა არ შეიძლება რომ არ იცოდეს, მაგრამ რა იყო, როგორ იყო, ეს არავინ ვიცით. "რაც შეეხება იმას, რომ ასეთი აჟიოტაჟია ამაზე ატეხილი, არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ რაიმე სერიოზული ამბავია, ცხადია, რომ ამას ის სამსახურები, რომლებიც ამითი არიან დაკავებულები, ამას არც ჩვენ მოგვიყვებიან, არც თქვენ მოგიყვებიან ცხადია," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
"ინეტრპრესნიუსი" არქიმანდრიტი ბართლომეს საუბარს ავრცელებს:
"მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალების მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი წერს. არქიმანდრიტი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ "ამათ ღმერთი არასდროს წამდათ". "სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... არავის დააფარონ ხელი", - წერს არქიმანდრიტი.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, "პოსტსკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მან ისიც დაადასტურა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვა გააძლიერეს და ამაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო ჩართული.
რუსთავი 2-ის შეკითხვაზე, "იყო თუ არა ის საქართველოში დაკითხვაზე დაბარების გამო ჩამოსული და რა შეკითხვები ჰქონდა პროკურატურას მასთან," ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა მან ეს ფაქტი არც უარყო. "ახლა ვიმყოფები ბერლინში, ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, დანარჩენი სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ," - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
საპატრიარქოს იურისტი - მამა გიორგი მამალაძის საქმეში საპატრიარქოს იურისტები ჩართულები არ არიან და შესაბამისად, მის ინტერესებს ჩვენ არ ვიცავთ.
მამა გიორგი მამალაძის საქმეში საპატრიარქოს იურისტები ჩართულები არ არიან და შესაბამისად, მის ინტერესებს არ იცავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოებს საპატრიარქოსგან ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია ოფიციალურად არ გამოუთხოვიათ. "საქმეში საპატრიარქოს იურისტები არ არიან ჩართულები, ვინაიდან ადვოკატის უფლებამოსილების მქონე მარტო მე ვარ. მე კი მის ინტერესებს არ ვიცავ. ამ საქმეზე ინფორმაცია არ გამაჩნია", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა. ედიშერ ქარჩავას თქმით, რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებების გატარებაზე საპატრიარქოს იურისტებს, საგამოძიებო ორგანოდან არავითარი შეტყობინება არ მიუღიათ. "როგორც წესი. უნდა მოგვმართოს პროკურატურამ წერილით ან თხოვნით შესაბამის მოქმედებებთან დაკავშირებით. მსგავს დოკუმენტებს იურისტები ვამზადებთ, ჩვენთან კი ასეთი რამ შემოსული არაა. წერილით მომართვა ხდება ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაზე ან უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ან გარკვეულ პირთან დაკავშირებით კითხვის არსებობის შემთხვევაში და ა.შ. საგამოძიებო უწყება უფლებამოსილია შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს დოკუმენტების გამოთხოვის მიუხედავად", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა, თუმცა ახლა ისევ ბერლინში იმყოფება.
"ინტერპრესნიუსი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას მთავარი პროკურორის საგანგებო ბრიფინგს გამართავსთან დაკავშირებით.
"მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი უწყებაში 14.00 საათზე დაინიშნა.
პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა განცხადება სავარაუდოდ, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.