1. "კრეტის კრება უნდა გარკვეულიყო სიტუაციაში და (მორწმუნენი ცდუნებისგან რომ დაეცვა) საჭირო იყო ღიად დაგმობილიყო თანამედროვეობის ორი ძირითადი ერესი - პაპიზმი და ეკუმენიზმი".
2. ამის ნაცვლად კრეტის კრებამ არა მხოლოდ არ დაგმო არცერთი ერესი, პირიქით, მათ "ეკლესიებიც" უწოდა.
3. "ეკლესია ჭეშმარიტების სრულ სისავსეს ფლობს და არ შეიძლება ცდებოდეს. თუ იგი ცდება, ეკლესია აღარ არის. თავის მხრივ, ერესი - შეცდომაა.
ამიტომ როცა ვიყენებთ გამოთქმას "სხვა ეკლესიები", ამით ჩვენ შეუთავსებელს ვურევთ ერთმანეთში: ვაღიარებთ, რომ ეკლესია შეიძლება ცდებოდეს და ერეტიკოსები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტების მატარებელნი. ეს აბსურდია."
5. "გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ვცნობთ თუ არა კრეტის კრებას, ელადის ეკლესიის ყველა იერარქი ერთხმად მიიღებს".
6. "კრეტის კრების დოკუმენტებში ცვლილებები შეიძლება შეიტანოს მომდევნო წმინდა და დიდმა კრებამ. ისინი შეიძლება სრულყოფილი გახდეს იმისათვის, რომ მივაღწიოთ საერთომართლმადიდებლურ კონსენსუსს, კრეტის კრებაში ხომ მონაწილეობა არ მიუღიათ ანტიოქიის, რუსეთის, ბულგარეთის და საქართველოს ეკლესიებს. წარსულში კრებების ჩატარებისას იყო ასეთი პრაქტიკა - ტარდებოდა რამდენიმე სხდომა წლების განმავლობაში და შემდეგ ისინი საეკლესიო ცნობიერებაში განიხილებოდა, როგორც ერთი კრება".
7. "მართლმადიდებლური სარწმუნოების გამოსახატავად აუცილებელია ზუსტი და არაორაზროვანი ფორმულირებები, რომლებიც სავსე იქნება ღრმა საღვთისმეტყველო აზრით. ჩვენი ეკლესია იბრძოდა ჩვენი რწმენის დოგმატების ზუსტი გადმოცემისათვის".
დღეს საჭიროა ლოცვა და კეთილგონიერება. არ უნდა გადავდგათ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯები.