15.12.2016
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა - სვიმეონმა (ცაკაშვილი) საპატრიარქოში სტუმრობისას უწმინდესს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტიპის ტაძრის პროექტი წარუდგინა,
რომელიც ხაშურის მახლობლად მდებარე ,,ზემო სერის'' ტერიტორიაზე აშენდება. მეუფე სვიმეონმა უწმინდესს ის სამომავლო ფუნქციები გააცნო, რომელიც ბანას ექნება... ტაძართან იარსებებს საგანმანათლებლო ცენტრი, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ სულიერი და ინტელექტუალური ზრდა-განვითარებისათვის.... პროექტი უკვე დამტკიცებულია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოს მიერ. ღმერთი შეეწიოთ ამ კეთილ საქმეში.