ვარძიის მონასტერმა თავისი გულისტკივილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით...
07.11.2016
ვარძიის მონასტრის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ:
- დღეს უამრავი ადამიანი დაინტერესდა ვარძიაში მიმდინარე მოვლენებით, კერძოდ კი ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო. მოგახსენებთ რომ, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა ხალიჩას და ხალიჩიდან სასანთლე მაგიდას, სადაც ეწყო გარკვეული რაოდენობის ახლად დამზადებული ხატები, სანთლები და ბროშურები, რომელთა დაწვამაც გამოიწვია ფრესკების ნაწილობრივ ჭვარტლის ფენით დაფარვა. საბედნიეროდ, უშუალოდ ცეცხლისგან არცერთი ფრესკა და ხატი არ დაზიანებულა. ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროდან მოვლენილია სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დადებს სათანადო დასკვნას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მადლობას მოგახსენებთ გამოჩენილი ყურადღებისთვის და ვითხოვთ თქვენ ლოცვებს.