ერთი რამ ნამდვილად კარგი გაგვიკეთა პაპმა – ლუსტრაცია მოახდინა მათი, ვინც ფორმალურად მარლმადიდებელია, სულით კი სულ სხვა გზას ეტრფის
05.10.2016
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:
"შეიძლება არ მოგეწონოს პროტესტის რადიკალურობა, მაგრამ არ მესმის, რით აღაფრთოვანა ზოგიერთი პაპის ჩამოსვლამ?
რა, შეინანა ცდომილება და უკვე აღარ არის მწვალებელი, თუ მისი მეშვობით ჩამოგვეწერა 15 მილიარდიანი ვალი, ევროპაში მიგვიღეს და ავყვავდით? ან, იქნებ, ჩვენთვის გაურკვეველ საღმრთისმეტყველო საკითხებს მოჰფინა შუქი და გაგვანათლა დაბნელებულები? რატომ არიან ზოგიერთები დარწმუნებული, რომ პატრიარქის მასპინძლობის მიზეზი პაპიზმის მიმღებლობაა და არა სხვა გარემოება?
ერთი რამ ნამდვილად კარგი გაგვიკეთა პაპმა – ლუსტრაცია მოახდინა მათი, ვინც ფორმალურად მარლმადიდებელია, სულით კი სულ სხვა გზას ეტრფის.
არასდროს ყოფილა, რომ ჩვენს წინაპარს იმედი გასჩენოდა ლათინების და გაცრუებული არ დარჩენილიყო.''