ვანის ქვაბები, IX საუკუნის ეს ულამაზესი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, ვარძიის მახლობლად მდებარეობს. მისი ტიპიკონი ხელნაწერთა ინსტიტუტში დღესაც ინახება.
ხელნაწერებიდან ირკევვა, რომ მონასტერში ცხოვრება საკმაოდ მკაცრი ყოფილა. მხოლოდ ორ დღეს შეეძლოთ ბერ-მონაზვნებს მზის სინათლეზე გამოსვლა, დანარჩენ ხუთ დღეს საკუთარ სენაკებში განმარტოებულნი ატარებდნენ.
მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. ზედ კლდეზეა დაშენებული წმინდა გიორგის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. მისმა კედლებმა მაშენებელთა სახელებიც შემოგვინახა - ვინმე მარიამი ქრისტეს შენდობას შესთხოვს. საკურთხეველი კლდეშია ნაკვეთი. ქვედა სართულის ეკლესიაც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. აქვეა საფლავებიც. ეკლესია კომპლექსის ძირშიც დგას. როგორც, ჩანს, ამ უზარმაზარ კომპლექსში ერთ დროს გაცხოველებული სულიერი ცხოვრება მიმდინარეობდა.
მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით, ვანის ქვაბებში სამონასტრო ცხოვრება 2011 წლიდან აღდგა. მონასტრის წინამძღვარია იღუმენი მათე (ვაშაყმაძე).