ნიკორწმინდის ტაძრის ათასი წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
ნიკორწმინდის ტაძარი ათასი წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის ემზადება. ადგილობრივი ხელმძღანელობის ხელშეწყობით და ნიკორწმინიდის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ვახტანგის (ლიპარტელიანი) ლოცვა-კურთხევით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაჭაში უწმინდესი ჩამობრძანდება, სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
როგორც იღუმენმა დიონისემ (ბორძიკული) აღნიშნა, ნიკორწმინდის ტაძრის აშენებიდან ათასი წელი გავიდა და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უწმინდესი ნიკორწმინდის ეპარქიაში მობრძანდება, სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
საიუბილეო ღონისძიება 6-7 აგვისტოს ჩატარდება. 6 აგვისტოს დილის 9 საათზე მოხდება ამბროლაურის რაიონში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნა. რის შემდეგ უწმინდესი 1 საათზე ამავე ტაძარში მიბრძნდება და მცირე პარაკლისს აღავლენს, საღამოს 6 საათზე გაიხსნება ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ნიკორწმინდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ფოტოები, ასევე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში მდებარე რაჭული ექსპონატების ფოტო გამოფენა.
7 აგვისტოს, დილის 10 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგიას აღავლეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. დღის 2 საათზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, რომელიც ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. საღამოს 6 საათზე, გაიმართება რაჭის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეები, ხოლო 7 საათზე გაიმართება გალა კონცერტი, მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად. კონკცერტზე წარმოშობით რაჭველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ნანი ბრეგვაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, თეონა დვალი, ნატო მეტონიძე, საოპერო ჟანრის მომღერლები: ანიტა რაჭველიშვილი, ბადრი მაისურაძე, ანზორ ხიდაშელი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე და სხვანი.