ათონის წმინდა მთის 60-მა ბერმა ღია წერილი მისწერა წმინდა კინოტს, რომელშიც დაგმობილია კრეტაზე ჩატარებული კრება
- ბერებმა მას ანტიმართლმადიდებლური უწოდეს და მოითხოვეს შეწყდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.
ბერები მოითხოვენ კინოტისგან, რომ მოწვეულ იქნას "წმინდა სინაქსისი" ერთადერთ საკითხზე - დაიგმოს კრეტის კრებაზე მიღებული დოკუმენტები. წერილში ნათქვამია, რომ ბერებმა შეისწავლეს კრების ტექსტები, აგრეთვე ცნობილ ღვთისმეტყველთა და მიტროპოლიტთა პასუხები. დასკვნა ის არის, რომ კრება იყო ანტიმართლმადიდებლური და ერეტიკული - აღნიშნულია წერილში.
წმინდა მთის ბერები აცხადებენ, რომ კრება ოფიციალურად აკანონებს ეკუმენიზმის ერესს, სხვა ერესებმა კი "ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს თავიანთ მიზანს - სექტების ეკლესიებად აღიარებას" ანუ "პაპიზმი და სხვა ერესები აღიარებულია ეკლესიად და არა ერესად". წერილში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ კრების მიერ იგნორირებულია ბერობა და განსაკუთრებით ათონის წმინდა მთის დამოკიდებულება პაპიზმისა და ეკუმენიზმისადმი.
"ამიტომ გთხოვთ და მოველით, რომ განიხილავთ ამას, როგორც თქვენს სულიერ მოვალეობას და მოიწვევთ საგანგებო ორმაგ სინაქსისს, რათა ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კრებას ერეტიკოსთა, არაკანონიკური და ავაზაკთა კრება ეწოდოს" - ნათქვამია წერილში.
ბერები ამბობენ, რომ თუ კინოტი ამას არ იზამს, მაშინ ისინი იძულებულნი იქნებიან თავად იმოქმედონ და შეწყვიტონ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.
"მსოფლიო პატრიარქი სინოდალური ტექსტების სულისჩამდგმელია. აშკარაა, რომ იგი სიტყვითაც და საქმითაც მონაწილეობს ერესში - საუბარია ერთობლივ ლოცვებზე არამართლმადიდებლებთან, უცნაურ დოგმატიკურ სწავლებებზე, რომლებიც არამართლმადიდებლური და ანტიპატრისტიკულია".
ღია წერილს ხელს აწერენ დიდი ლავრის, ვათოპედის, ქილანდარის, ყუთლუმუშის, სტავრონიკიტას, ფილოთეოსის მონასტრების ბერები, აგრეთვე კარეესის, კაფსალის და სხვადასხვა სკიტებში მოღვაწე ბერები.
3.07.2016
ათონზე გაბრწყინებულ წმინდა მამათა კვირა
Γέρων Γαβριήλ, Ἱ.Κ. Ἁγίου Χριστοδούλου, Ἱ.Μ.Κουτλουμουσίου - ბერდიდი გაბრიელი, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა ქრისტოდულოს სენაკი.
Γέρων Σάββας Λαυριώτης, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი საბა ლავრიოტისი, დიდი ლავრის წმინდა მონასტერი.
Γέρων Ευστράτιος ,Ιερομ. Ι.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ევსტრატი, ბერმონაზონი. დიდი ლავრის წმინდა მონასტერი.
Γέρων Ἰλαρίων, Ἱ.Καθ. Ἁγίου Μαξίμου τοῦ ὁμολογητοῦ - ბერდიდი ილარიონი, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის კალივა.
Μοναχός Δοσίθεος, Ἱ.Καθ.Ἁγίου Μαξίμου τοῦ ὁμολογητοῦ - მონაზონი დოსითეოზი, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის კალივა.
Γέρων Χαρίτων Ἱερομ. Ἱ.Κ.Ἀναλήψεως, Ἱ.Μ.Βατοπαιδίου - ბერდიდი ხარიტონი, ბერმონაზონი, ვათოპედის მონასტრის ამაღლების წმინდა კალივა.
Γέρων Κύριλλος, Ἱ.Ἠσ. Εὐαγγελισμοῦ τῆς Θεοτόκου, Κατουνάκια, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი კირილე, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ისიქასტირიუმი.
Γέρων Χερουβείμ, Ἱ.Κ.Ἀρχαγγέλων-Κουκουζέλη- ,Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ქერუბიმი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის მთვარანგელოზთა კალივა.
Γέρων Ἰωάννης, Ἱ.Κ.Εἰσοδίων τῆς Θεοτόκου, Βίγλα, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი იოანე, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების კელია.
Γέρων Γεώργιος, Ἱ.Κ.Ἁγίου Βαρλαάμ καί Ἱωάσαφ, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი გიორგი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის წმინდა ვარლაამის და იოასაფის წმინდა კელია.
Γέρων Βλάσιος, Ξεροκάλυβο Βίγλας, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ვლასი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის კალივა.
Ἱερομ. Παΐσιος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი პაისი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Ἱερομ. Δαμασκηνός Πόπα, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი დამასკინი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Ἱερομ. Δαμασκηνός Ράους, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი დამასკინი რაუსი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Ἱερομ. Ἰωήλ, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი იოელი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Ἱερομ. Σάββας, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი საბა, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Ἱεροδ. Ματθαῖος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიაკონი მათე, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Ἐφραίμ, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ეფრემი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Νικόδημος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ნიკოდიმოსი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Γεράσιμος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი გერასიმე, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Ταράσιος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ტარასი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Μάρκος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი მარკოზი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Ἀρσένιος, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი არსენი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Ραφαήλ, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი რაფაელი, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Ἰωάννης, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი იოანე, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Μοναχός Σεραφείμ, Ἱ.Σ.Τιμίου Προδρόμου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი სერაფიმე, დიდი ლავრის წმინდა მონასტრის ნათლისმცემლის წმინდა სკიტი.
Γέρων Παῦλος, Ἱ.Κ.Κοιμήσεως Ἁγίας Ἄννης, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი პავლე, წმინდა ანას მიძინების კელია, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტი.
Γέρων Νεκτάριος, Ἱ.Κ.Ἁγίου Δημητρίου, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ნექტარიოსი, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა დიმიტრის კელია.
Γέρων Συμεών, Ἱ.Κ.Νέου Θεολόγου Συμεών, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი სვიმეონი, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის კელია.
Μοναχός Ἡσαΐας,Ἱ.Κ.Νέου Θεολόγου Συμεών Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ესაია, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის კელია.
Μοναχός Εὐστάθιος, Ἱ.Κ. Ἁγίου Εὐσταθίου, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ევსტათი, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა ევსტათის კელია.
Γέρων Πολύκαρπος Ἱερομ. Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀθανασίου, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი პოლიკარპე, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა ათანასეს კელია.
Ἱερομ. Ἰωακείμ, Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀθανασίου, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი იოაკიმე, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა ათანასეს კელია.
Μοναχός Χριστόδουλος, Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀθανασίου, Ἱ.Σ.Καυσοκαλυβίων, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ქრისტოდულე, დიდი ლავრის მონასტრის კავსოკალივის წმინდა სკიტის წმინდა ათანასეს კელია.
Γέρων Παντελεήμων, Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀντωνίου, Κερασιά, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი პანტელეიმონი, დიდი ლავრის მონასტრის კარეესის წმინდა ანტონის კელია.
Γέρων Μάξιμος Ἱερομ., Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀντωνίου, Κερασιά, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი მაქსიმე, ბერმონაზონი, დიდი ლავრის მონასტრის კარეესის წმინდა ანტონის კელია.
Ἱερομ. Ρωμανός, Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀντωνίου, Κερασιά, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერმონაზონი რომანოზი, დიდი ლავრის მონასტრის კარეესის წმინდა ანტონის კელია.
Γέρων Ἀθανάσιος, Βουλευτήρια, Ἱ.Σκ. Ἁγίας Ἄννης, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ათანასე, ვულევტირია, დიდი ლავრის მონასტრის წმინდა ანას სკიტი.
Γέρων Θωμᾶς, Ἱ.Κ.ἁγίου Ἀποστόλου Θωμᾶ, Ἱ.Σκ. Μικρᾶς Ἁγίας Ἄννης, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი თომა, დიდი ლავრის მონასტრის წმინდა ანას მცირე სკიტის წმინდა თომას კელია.
Μοναχός Θεολόγος, Ἱ.Κ.Ἁγ. Ἀποστόλου Θωμᾶ, Ἱ.Σκ. Μικρᾶς Ἁγίας Ἄννης, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი თეოლოგოსი, დიდი ლავრის მონასტრის წმინდა ანას მცირე სკიტის წმინდა თომა მოციქულის კელია.
Μοναχός Φώτιος, Ἱ.Κ.Ἁγίου Ἀποστόλου Θωμᾶ, Ἱ.Σκ. Μικρᾶς Ἁγίας Ἄννης, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი ფოტიოსი, დიდი ლავრის მონასტრის წმინდა ანას მცირე სკიტის წმინდა თომა მოციქულის კელია.
Γέρων Φίλιππος Ἱερομ. Ἱ.Κ.Μεγ. Ἀθανασίου, Ἱ.Σκ. Μικρᾶς Ἁγίας Ἄννης, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ფილიპე, დიდი ლავრის მონასტრის წმინდა ანას მცირე სკიტის წმინდა ათანასე დიდის კელია.
Γέρων Παντελεήμων Ἱερομ. Ἱ.Ἠσ. Ἁγίου Ἰωάννου Θεολόγου, Κατουνάκια, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი პანტელეიმონი, ბერმინაზონი, დიდი ლავრის მონასტრის კატუნაკის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ისიქასტირიუმი.
Γέρων Γεράσιμος, Ἱ. Ἠσ. Ἁγίου Γερασίμου, Κατουνάκια, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი გერასიმე, დიდი ლავრის მონასტრის კატუნაკის წმინდა გერასიმეს ისიქასტირიუმი.
Γέρων Ἀθανάσιος, Ἱ.Ἠσ. Ἁγίου Σάββα, Καρούλια, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერდიდი ათანასე, დიდი ლავრის მონასტრის კარულის წმინდა საბას ისიქასტირიუმი.
Μοναχός Συμεών, Καρούλια, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας - ბერი სიმეონი, დიდი ლავრის მონასტერი, კარული.
Μοναχός Ἠλίας, Ἱ. Σκ. Ἁγίου Βασιλείου, Ἱ.Μ.Μ.Λαύρας, - ბერი ილია, დიდი ლავრის მონასტრის წმინდა ვასილის სკიტი.
Ἱερομ. Εἰρηναῖος, Καψάλα - ბერმონაზონი ირინეოსი, კაფსალა.
Μοναχός Παΐσιος, Καρυές - ბერი პაისი, კარეესი.
Ἱεροδ. Κοσμᾶς, Ἱ.Κ. Ἁγίου Ἀθανασίου, Ἱ.Σκ. Κουτλουμουσίου - ბერდიაკონი კოზმა, ყუთლუმუშის სკიტი, წმინდა ათანასეს კელია.
Γέρων Νικόδημος, Ἱ.Κ.Ἁγίου Νεκταρίου, Καψάλα, Ἱ.Μ.Σταυρονικήτα - ბერდიდი ნიკოდიმოსი, სტავრონიკიტას მონასტერი, კაპსალა, წმინდა ნექტარიოსის კელია.
Γέρων Μελέτιος, Ἱ.Κ.Γενέσιον Θεοτόκου, Καψάλα, Ἱ.Μ.Παντοκράτορος - ბერდიდი მალეტი, პანტოკრატორის მონასტერი, კაპსალა, ღვთისმშობლის შობის წმინდა კელია.
Ἱερομ. Μακάριος, Ἱ.Κ.Γενέσιον Θεοτόκου, Καψάλα, Ἱ.Μ.Παντοκράτορος - ბერმონაზონი მაკარი, პანტოკრატორის მონასტერი, კაპსალა, ღვთისმშობლის შობის წმინდა კელია.
Μοναχός Μακάριος, Ἱ.Μ.Χιλανδαρίου - ბერი მაკარი, ქილანდარის მონასტერი.
Γέρων Κυπριανός Ἱερομ., Ἱ.Κ.Ἁγίου Γεωργίου, Ἱ.Μ.Φιλοθέου - ბერდიდი კვიპრიანე, ბერმონაზონი, წმინდა ფილოთეოსის მონასტრის წმინდა გიორგის კელია.
Γέρων Σπυρίδων Μοναχός, Ι.Κ.Αγίου Νικολάου, Ι.Μ. Κουτλουμουσίου - ბერდიდი სპირიდონი, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა ნიკოლოზის კელია.
Γέρων Παϊσιος Μοναχός, Ι.Κ.Αγίου Χαραλάμπους, Ι.Μ.Βατοπαιδίου - ბერდიდი პაისი, მონაზონი, ვათოპედის მონასტრის წმინდა ხარლამპეს კელია.
Γέρων Παχώμιος Ιερομ., Ι.Κ.Αγιοι Πάντες, Καψάλα, Ι.Μ.Παντοκράτορος - ბერდიდი პახომი, ბერმონაზონი, პანტოკრატორის მონასტრის ყოველთა წმინდანთა კელია.
Γέρων Χρυσόστομος Ιερομ., Ι.Κ.Αγίου Σπυρίδων, Ι.Μ.Κουτλουμουσίου - ბერდიდი ქრიზოსტომოსი, ბერმონაზონი, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა სპირიდონის კელია.
შეგახსენებთ, რომ ათონის მთა და მისი ყველა მონასტერი კონსტანტინოპოლის პატრიარქის საეკლესიო იურისდიქციაში იმყოფება.
წყარო:
http://aktines.blogspot.grhttps://orthodoxethos.comაქვე წაიკითხეთ:
რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი