კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წინასწარ იცოდა თურქეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ.
ბართლომეოსს არანაირი კავშირი არ ჰქონია სამხედრო ამბოხთან.
ის ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდამჭერია - განუცხადა კვირას მიტროპოლიტმა არსენმა "კათა პრესს". მიტროპოლიტი არსენი თან ახლავს მსოფლიო პატრიარქს სლოვენიაში.
მიტროპლოიტმა არსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო პატრიარქს სამხედრო გადატრიალებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ის რომ, მან გადატრიალების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა სტამბოლი, "მხოლოდ დამთხვევაა". სლოვენიაში ვიზიტი 2 თვით ადრე იყო დაგეგმილი, ამბობს მიტროპოლიტი. არასწორია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატრიარქი ინფორმირებული იყო გადატრიალების მოსალოდნელი დაწყების შესახებ. ბართლომეოსმა გადატრიალების შესახებ სლოვენიაში ჩაფრენიდან 2 საათში შეიტყო და მოინდომა მაშინვე უკან - სტამბულში დაბრუნება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ათათურქის აეროპორტი დაიკეტა.
ავსტრიის მიტროპოლიტი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ პარასკევს საღამოს პატრაირქმა თურქეთის რელიგიურ საქმეთა ხელმძღვანელთან მეჰმეთ გიორმეზთან და თურქეთის მთავარ რაბინთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც რელიგიურ საზოგადოებათა უმაღლესი წარმომადგენელნი გმობენ ტერორიზმს, რომელიც არღვევს ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს მშვიდობას.
წყარო:
http://www.katholisch.de/aktuelles/aktuelle-artikel/metropolit-bartholomaios-i-nicht-geflohenაქვე წაიკითხეთ:
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა თურქეთი სამხედრო გადატრიალების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა