კრეტაზე მიღებული საბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი 1. მარხვა – ღვთის მცნებაა (შეს. 2, 16-17). წმ. ბასილი დიდის თანახმად, მარხვა და კაცობრიობა ერთი ასაკისანი არიან,
რადგან იგი ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა (მარხვის შესახებ 1,3). მარხვა გახლავთ უდიდესი სულიერი გმირობა და მართლმადიდებლური ასკეტური იდეალის უპირველესი გამოხატვა. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ურყევად ხელმძღვანელობს მოციქულთა სწავლებებით, კრებების კანონებით და წმიდა მამათა გარდამოცემით, ყოველთვის მიგვითითებდა მარხვის უდიდეს მნიშნელობაზე ადამიანის სულიერი ცხოვრებისა და მისი გადარჩენისათვის. წლიური ციკლის ღვთისმსახურებაში მკვეთრად არის ასახული წმიდა მამათა გარდამოცემა მარხვის შესახებ და სწავლება ადამინის უწყვეტ და თავდაუზოგავ სიფხიზლეზე და წარმატებებზე სულიერ გმირობების ჩასადენად. ტრიოდიონში ხოტბას ვასხამთ მარხვას, როგორც ნათელს მადლისას, როგორც უძლეველ იარაღს, როგორც სულიერი გმირობების დასაწყისს, როგორც ბრწყინვალე გზას კეთილი საქმეების აღმსრულებელთათავის, როგორც სულის საკვებს, როგორც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობის წყაროს, როგორც უხრწნელად მყოფობის და ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვის გზას, როგორც ყოველგვარი მადლისა და სიკეთის დედას.
2. მარხვის დადგენა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოხდა (II რჯ. 9,18; ეს. 58, 4-10; იოელ. 2,15; იონა. 3, 5-7) და მისი დამოწმება უკვე ახალ აღთქმაში ხდება. თავად უფალიც მარხულობდა ორმოცი დღის განმავლობაში, სანამ სამოღვაწეო ასპარესზე გავიდოდა (ლკ. 4,1-2) და მან მოგვცა რჩევა-დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ ვეცადოთ მარხვის დროს (მთ. 6, 16-18). მთელ ახალ აღთქმაში მარხვა წარმოდგენილია, როგორც თავშეკავების, სინანულის და სულიერი ზრდის საშუალება (მკ. 1,6; საქმ. 13,2; 14,23; რომ. 14,21). ჯერ კიდევ სამოციქულო ეპოქიდან, ეკლესია მიუთითებდა მარხვის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ და სამარხვო დღეებად, ოთხშაბათი და პარასკევი განსაზღვრა (დიდაქე 8,1). ასევე ეკლესიამ მარხვა დაადგინა აღდგომის წინა დღეებში (მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის სიტყვა, ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორია 5,24). საეკლესიო პრაქტიკაში, დროთა განმავლობაში არსებობდა სხვადასხვაგვარი დაგენილება, არამხოლოდ დიდი მარხვის ხანგრძლივობის შესახებ, (წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ეპისტოლე ვასილიდესადმი, გვ 10, 1278), არამედ სხვა მარხვების პერიოდების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ, რომელნიც სხვადასხვა ფაქტების გავლენის ქვეშ ფორმულირდებოდა, უპირველეს ყოვლისა ლიტურგიკული და სამონაზვნო ტრადიციით, რომლის მიზანიც ის გახლდათ, რომ ადამიანები მომზადებულიყვნენ დიდ დღესასწაულებთან შესახვედრად. ასეთი სახით, ურღვევი კავშირი, რომელიც არსებობს მარხვასა და ღვთისმსახურებას შორის, მიგვითითებს მარხვის საზომზე და დანიშნულებაზე და ხაზს უსვამს მარხვის სულიერ ხასიათს. სწორედ ამისაკენ არიან მოწოდებულნი ყოველნი მორწმუნენი, ყოველი თავისი შესაძლებლობისამებრ და ძალისამებრ, რათა ადამიანს აბუჩად არ აეგდო საღვთო განჩინება: გაფრთხილდი, რათა ამ სწავლების გზიდან არავინ გადაგახვევინოს… რადგან თუკი შენ შეძლებ ღვთის უღლის ტვირთვას, შენ იქნები სრულყოფილი; თუკი ვერ შეძლებ, რაც შეგიძლია ის გააკეთე (დიდაქე 6. 1-3).
3. როგორც სულიერი გმირობა, ჭეშმარიტი მარხვა დაკავშირებულია მოუკლებელ ლოცვასთან და გულწრფელ სინანულთან. "სინანული მარხვის გარეშე უშედეგოა" (წმ.ბასილი დიდი, მარხვის შესახებ 1,3. გვ 31, 168ა); ასევე მარხვაც, კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, როდესაც სიმდიდრის უთანასწორო და უსამართლო განაწილება სხვადასხვა ერებს არსობის პურსაც კი ართმევს. "ძმანო, ვინც ვმარხულობთ ხორციელად, სულიერადაც ვიმარხულოთ: "არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე – იტყვის უფალი, არამედ განხსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღვიენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოი განხეთქე. დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა…. (დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ოთხშაბათს, მწუხრსა ზედა; ის. 58, 6-7). მხოლოდ განსაზღვრული საკვებისაგან თავშეკავებით, მარხვა არ ამოიწურება. სწორი მარხვისათვის, მხოლოდ კერძებზე უარის თქმა საკმარისი არ არის; მაგრამ მოდით ვიმარხულოთ – სასიამოვნო და ღვთივსათნო მარხვით (ფლპ. 4,18). ჭეშმარიტი მარხვა მაშინ აღესრულება, როდესაც ადამიანი ბოროტებისაგან განთავისუფლდება, ენას მოთოკავს, საკუთარი თავში დააცხრობს შფოთს, ვნებებს, ბოროტისმეტყველებას და ამოძირკვავს ტყუილს . ამ ყველაფრისაგან თავშეკავება გახლავთ ჭეშმარიტი მარხვა. ასეთი მარხვა – მშვენიერი საქმეა. (წმ. ბასილი დიდი. მარხვის შესახებ 2,7. გვ 31, 196დ). მარხვის დროს განსაზღვრული საკვებისაგან თავშეკავება და ზომიერების დაცვა არა მხოლოდ არჩევანში, არამედ მიღებული საჭმლის რაოდენობაში, შეადგენენ სულიერი სიმამაცის ხელშესახებ მხარეს. მარხვა გახლავთ საკვებისაგან თავშეკავება; თუმცა საკვები ჩვენ არც მართლებად გვხდის და არც არამართლებად. საიდუმლოებრივი თვასაზრისით სიტყვა "მარხვა" ნიშნავს, რომ როგორც ყველასათვის და ყველას სიცოცხლე საკვებისაგან წარმოიქმნება, ხოლო უჭმელობისაგან – სიკვდილი, ასევე ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი მიწიერისაგან, რათა ჩვენ მოვკვდეთ ამ სოფლისათვის, ხოლო შემდეგ ვეზიაროთ საღვთო საკვებს და დავიწყოთ უფლისათვის ცხოვრება (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ეკლოგი. გვ 9, 704-705). ასეთი სახით, ჭეშმარიტი მარხვა მორწმუნის მთელ ცხოვრებას განეკუთვნება ქრისტეში და გვირგვინდება ამ მორწმუნეთა თანამონაწილეობით ღვთისმსახურებაში, განსაკუთრებით, წმიდა ზიარების საიდუმლოში.
4. მაცხოვრის 40 დღიანი მარხვა გახლავთ სახე ყველა მორწმუნის მარხვისა, რომელიც უფლის მორჩილებას გვაზიარებს, რათა მარხვის დაცვით ის დავიბრუნოთ, რაც მარხვის დარღვევით დავკარგეთ (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, 45-ე სიტყვა მაცხოვრის აღდგომის შესახებ, 28. გვ 36, 661ც). სულიერი მარხვის ქრისტოცენტრული გაგება, განსაკუთრებით წმიდა ორმეოცში, დამახასიათებელია წმიდა მამათა მთელი გარდამოცემისათვის, განსაკუთრებით წმ. გრიგოლ პალამასათვის: თუკი შენ მარხვას ასეთი სახით დაიცავ, მაშინ შენ არა მხოლოდ მაცხოვრის ვნების და სიკვდილის თანამონაწილე გახდები, არამედ მასთან ერთად აღდგები და ქრისტესთან ერთად იქნები მარადიულ სიცოცხლეში: რადგან ასეთი სახის მარხვის მეშვეობით, გახდები რა მისი სიკვდილის თანამონაწილე, შენ იქნები მისი მკვდრეთით აღდგომის თანამონაწილე და მემკვიდრე მასში ცხოვრებისა (წმ. გრიგოლ პალამა, ჰომილია 13, დიდი მარხვის მეხუთე კვირა. გვ 151, 161აბ).
5. მართლმადიდებლური გარდამოცემის თანახმად, სულიერი სრულყოფილების საზომი – გახლავთ "ქრისტეს სრული ასაკის" საზომი (ეფ. 4,13) და ყველამ, ვისაც უნდა რომ ამას მიაღწიოს, შესაბამისად მას უნდა ჩაეჭიდოს და აღიზარდოს. სწორედ ამიტომ ასკეზას და სულიერ გმირობას, ისევე როგორც სრულყოფილთა სრულყოფილებას, ჭეშმარიტ ცხოვრებაში სასრული არ გააჩნიათ. ყველა ადამიანი მოწოდებულია, რომ მისი ძალებისამებრ დააკმაყოფილოს მართლმადიდებლური კრიტერიუმების მაღალი მოთხოვნები, რათა შემდეგ, უფლის მადლით განიღმრთოს. როდესაც ადამიანები ამას მიაღწევენ, მართალია ისინი შეასრულებენ ყოველივე მათდამი ნაბრძანებს და არასდროს არ განდიდდებიან, მაგრამ აღიარებენ, რომ ისინი უხმარნი მონანი არიან, რადგან ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ (ლკ. 17,10). სულიერი ცხოვრების მართლმადიდებლური გაგების თანახმად, არავინ უნდა მიატოვოს მარხვის სასიკეთო გმირობა. შეუძლურებისას კი უფლის წყალობას დავეყრდნოთ მოსაძლიერებლად და საკუთარი უძლურების გასაცნობიერებლად, რადგან მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრება არ მიიღწევა მარხვის გმირობის გარეშე.
6. მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოსიყვარულე დედამ, განსაზღვრა ყოველივე ის, რაც სასარგებლოა ცხონებისათვის და დაადგინა მარხვის დღეები, როგორც ღვთისგან ბოძებული თავდაცვის საშუალება, რომელიც იცავს მორწმუნეებს ყოველივე ბოროტებისაგან. წმიდა მამათა კვალზე, როგორც ადრე, იგი ახლაც ინახავს მოციქულებრივ განსაზღვრებებს, კრებების დადგენილებებს და წმიდა გარდამოცემას. იგი ყოველთვის გვთავაზობს წმიდა მარხვებს, როგორც სულიერი სრულყოფილების და მორწმუნეთა გადარჩენის უმჯობეს ასკეტურ გზას და აცხადებს, რომ ამ მორწმუნეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები: წმიდა ორმოცის, ოთხშაბათის და პარასკევის, რომლებიც დამოწმებულია წმიდა კრებების მიერ დადგენილ კანონებში, და ასევე - მაცხოვრის შობის, წმიდა მოციქულთა, ღვთისმშობლის მიძინების, ჯვართამაღლების და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის მარხვები. ასევე არსებობს მარხვები, რომელთაც მოძღვრები უნიშნავენ მრევლს გარკვეული მიზეზების გამო ანდა მორწმუნეთა სურვილის მიხედვით.
7. ამასთან ერთად სამოძღვრო მოსაზრებებით ეკლესიამ განსაზღვრა კაცთმოყვარული იკონომია მარხვის კანონში. ამიტომაც ხორციელი უძლურებისა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპატის მამობრივი მზრუნველობის თანახმად, ეკლესია მიმართავს იკონომიის პრინციპს.
8. ფაქტი ის არის, რომ დღესდღეობით ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი არ იცავს ყველა დადგენილ მარხვას სიმხდალის ან ცხოვრების პირობების უქონლობის გამო, რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ამაში. თუმცა დაწესებული მარხვების დარღვევის ყოველი შემთხვევა, ატარებენ ისინი შედარებით იშვიათ, თუ ხშირ ხასიათს, ეკლესიის მიერ მიღებულ უნდა იქნეს სამოძღვრო პასუხისმგებლობით, რადგან "ღმერთს არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი" (ეზ. 33,11). ამასთან ერთად არ უნდა დაკნინდეს მარხვის მნიშვნელობა. ამიტომაც, განსაზღვრული მარხვების, სხვადასხვა ინდივიდუალურ მიზეზთა გამო, (ავადმყოფობა, ჯარში მსახურება, შრომის პირობები და ა.შ.) ან საერთო მიზეზთა გამო (კლიმატური პირობები, ან ზოგიერთი ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური პირობები, მაგ სამარხო პროდუქტობის არ ქონა) დარღვევის შემთვევებთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიები განსჯის საგნად ტოვებენ, იკონომიის და შეწყალების განსაზღვრების საზომს. ამ განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ადამიანებს საღვთო მარხვების "ტვირთი" უმსუბუქდებათ. ამის გამო მარხვების შესახებ არსებული განსაზღვრებები არანაირად არ კნინდება. ეს ლმობიერი შეწყნარება, დიდი დაკვირვების შედეგად უნდა იყოს ეკლესიის მიერ შემოთავაზებული და რა თქმა უნდა, დიდი შემწყნარებლობით იმ მარხვებთან მიმართებაში, რომლებთან დაკავშირებითაც, ეკლესიის ტრადიციას და პრაქტიკას ყოველთვის ერთი და იგივე აზრი არ გააჩნია. კარგია, რომ ყოველ დღე ვიმარხულოთ, მაგრამ "არამჭამელი მჭამელსა მას, ნუ განიკითხავს". ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო არც კანონების დადგენა, არც ძალადობა, არც იძულებითი მოქცევა შენს სამწყსოსთან მიმართებით, არამედ უნდა გამოვიყენოთ დარწმუნება, ლმობიერება და სიტყვა მარილიანი. (წმ.იოანე დამასკელი,წმიდა მარხვების შესახებ 3. გვ 95, 58ბ).
9. მარხვის შენახვა წმინდა ზიარების წინ სამი ან მეტი დღის განმავლობაში მორწმუნეთა ღვთისმოსაობის შეხედულებისამებრ განისაზღვროს. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სიტყვებია: "თუმცა საღვთო კანონები არ გვიდგენენ მარხვას წმინდა ზიარების წინ, ის ვისაც შეუძლია საიდუმლოსთან მიახლებამდე თუნდაც ერთი კვირა იმარხულოს, კარგად იქცევა" (პიდალიონი, კომენტარები მე-6 მსოფლიო კრების მე-13 კანონზე, გვ 191).
გარდა ამისა, ეკლესიის ყოველმა წარმომადგენელმა, წმიდა ზიარებასთან მიახლების წინ, რომელიც გახლავთ ეკლესიის მთავარი არსის გამოხატულება, უნდა დაიცვას წმინდა მარხვები და შუაღამის შემდეგ თავი უნდა შეიკავოს საკვების მიღებისაგან. მორწმუნეს ასევე შეშვენის, რომ მარხვა დაიცვას სინანულის ნიშნად, ამა თუ იმ საღვთო მიზნის მისაღწევად დადებული აღთქმის შესრულებისას, საცდურების დროს, ნათლობის წინ, (როდესაც ზრდასრული ადამიანი აპირებს ნათლობას), ქიროტონიის წინ, ეპიტიმიის შემდეგ, მომლოცველობისა და სხვა ამგვარ გარემოებათა დროს.
წყარო:
https://www.holycouncil.org/† Bartholomew of Constantinople, Chairman
† Theodoros of Alexandria
† Theophilos of Jerusalem
† Irinej of Serbia
†Daniel of Romania
† Chrysostomos of Cyprus
† Ieronymos of Athens and All Greece
† Sawa of Warsaw and All Poland
† Anastasios of Tirana, Durres and All Albania
† Rastislav of Presov, the Czech Lands and Slovakia
Delegation of the Ecumenical Patriarchate
† Leo of Karelia and All Finland
† Stephanos of Tallinn and All Estonia
† Elder Metropolitan John of Pergamon
† Elder Archbishop Demetrios of America
† Augustinos of Germany
† Irenaios of Crete
† Isaiah of Denver
† Alexios of Atlanta
† Iakovos of the Princes’ Islands
† Joseph of Proikonnisos
† Meliton of Philadelphia
† Emmanuel of France
† Nikitas of the Dardanelles
† Nicholas of Detroit
† Gerasimos of San Francisco
† Amphilochios of Kisamos and Selinos
† Amvrosios of Korea
† Maximos of Selyvria
† Amphilochios of Adrianopolis
† Kallistos of Diokleia
† Antony of Hierapolis, Head of the Ukrainian Orthodox in the USA
† Job of Telmessos
† Jean of Charioupolis, Head of the Patriarchal Exarchate for Orthodox Parishes of the Russian Tradition in Western Europe
† Gregory of Nyssa, Head of the Carpatho-Russian Orthodox in the USA
Delegation of the Patriarchate of Alexandria
† Gabriel of Leontopolis
† Makarios of Nairobi
† Jonah of Kampala
† Seraphim of Zimbabwe and Angola
† Alexandros of Nigeria
† Theophylaktos of Tripoli
† Sergios of Good Hope
† Athanasios of Cyrene
† Alexios of Carthage
† Ieronymos of Mwanza
† George of Guinea
† Nicholas of Hermopolis
† Dimitrios of Irinopolis
† Damaskinos of Johannesburg and Pretoria
† Narkissos of Accra
† Emmanouel of Ptolemaidos
† Gregorios of Cameroon
† Nicodemos of Memphis
† Meletios of Katanga
† Panteleimon of Brazzaville and Gabon
† Innokentios of Burudi and Rwanda
† Crysostomos of Mozambique
† Neofytos of Nyeri and Mount Kenya
Delegation of the Patriarchate of Jerusalem
† Benedict of Philadelphia
† Aristarchos of Constantine
† Theophylaktos of Jordan
† Nektarios of Anthidon
† Philoumenos of Pella
Delegation of the Church of Serbia
† Jovan of Ohrid and Skopje
† Amfilohije of Montenegro and the Littoral
† Porfirije of Zagreb and Ljubljana
† Vasilije of Sirmium
† Lukijan of Budim
† Longin of Nova Gracanica
† Irinej of Backa
† Hrizostom of Zvornik and Tuzla
† Justin of Zica
† Pahomije of Vranje
† Jovan of Sumadija
† Ignatije of Branicevo
† Fotije of Dalmatia
† Athanasios of Bihac and Petrovac
† Joanikije of Niksic and Budimlje
† Grigorije of Zahumlje and Hercegovina
† Milutin of Valjevo
† Maksim in Western America
† Irinej in Australia and New Zealand
† David of Krusevac
† Jovan of Slavonija
† Andrej in Austria and Switzerland
† Sergije of Frankfurt and in Germany
† Ilarion of Timok
Delegation of the Church of Romania
† Teofan of Iasi, Moldova and Bucovina
† Laurentiu of Sibiu and Transylvania
† Andrei of Vad, Feleac, Cluj, Alba, Crisana and Maramures
† Irineu of Craiova and Oltenia
† Ioan of Timisoara and Banat
† Iosif in Western and Southern Europe
† Serafim in Germany and Central Europe
† Nifon of Targoviste
† Irineu of Alba Iulia
† Ioachim of Roman and Bacau
† Casian of Lower Danube
† Timotei of Arad
† Nicolae in America
† Sofronie of Oradea
† Nicodim of Strehaia and Severin
† Visarion of Tulcea
† Petroniu of Salaj
† Siluan in Hungary
† Siluan in Italy
† Timotei in Spain and Portugal
† Macarie in Northern Europe
† Varlaam Ploiesteanul, Assistant Bishop to the Patriarch
† Emilian Lovisteanul, Assistant Bishop to the Archdiocese of Ramnic
† Ioan Casian of Vicina, Assistant Bishop to the Romanian Orthodox Archdiocese of the Americas
Delegation of the Church of Cyprus
† Georgios of Paphos
† Chrysostomos of Kition
† Chrysostomos of Kyrenia
† Athanasios of Limassol
† Neophytos of Morphou
† Vasileios of Constantia and Ammochostos
† Nikiphoros of Kykkos and Tillyria
† Isaias of Tamassos and Oreini
† Barnabas of Tremithousa and Lefkara
† Christophoros of Karpasion
† Nektarios of Arsinoe
† Nikolaos of Amathus
† Epiphanios of Ledra
† Leontios of Chytron
† Porphyrios of Neapolis
† Gregory of Mesaoria
Delegation of the Church of Greece
† Prokopios of Philippi, Neapolis and Thassos
† Chrysostomos of Peristerion
† Germanos of Eleia
† Alexandros of Mantineia and Kynouria
† Ignatios of Arta
† Damaskinos of Didymoteixon, Orestias and Soufli
† Alexios of Nikaia
† Hierotheos of Nafpaktos and Aghios Vlasios
† Eusebios of Samos and Ikaria
† Seraphim of Kastoria
† Ignatios of Demetrias and Almyros
† Nicodemos of Kassandreia
† Ephraim of Hydra, Spetses and Aegina
† Theologos of Serres and Nigrita
† Makarios of Sidirokastron
† Anthimos of Alexandroupolis
† Barnabas of Neapolis and Stavroupolis
† Chrysostomos of Messenia
† Athenagoras of Ilion, Acharnon and Petroupoli
† Ioannis of Lagkada, Litis and Rentinis
† Gabriel of New Ionia and Philadelphia
† Chrysostomos of Nikopolis and Preveza
† Theoklitos of Ierissos, Mount Athos and Ardameri
Delegation of the Church of Poland
† Simon of Lodz and Poznan
† Abel of Lublin and Chelm
† Jacob of Bialystok and Gdansk
† George of Siemiatycze
† Paisios of Gorlice
Delegation of the Church of Albania
† Joan of Koritsa
† Demetrios of Argyrokastron
† Nikolla of Apollonia and Fier
† Andon of Elbasan
† Nathaniel of Amantia
† Asti of Bylis
Delegation of the Church of the Czech lands and Slovakia
† Michal of Prague
† Isaiah of Sumperk