მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი
მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი
საბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი

1. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ღრმა საეკლესიო თვითშეგნებით ურყევად სწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში მას უპყრია წამყვანი ადგილი ქრისტიანთა ერთიანობისკენ მიმართულ საქმეში.

2. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ ეკლესიის ერთიანობის საფუძველია: ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ მისი დამყარებულობა, წმინდა სამებაში თანაზიარებულობა და საიდუმლონი. ეს ერთიანობა გამოიხატება სამოციქულო ნაცვალმემკვიდრეობითა და მამათა გადმოცემით, და ვიდრე დღემდე ამაში მყოფობს იგი. მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მისია და ვალდებულება, რომ გადასცეს და იქადაგოს წმინდა წერილსა და სამღვდელო გადმოცემაში არსებული მთელი ჭეშმარიტება, რაც განუკუთვნებს კიდეც ეკლესიას მის საყოველთაო- ნიშანთვისებას.

3. მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა ერთიანობის გამო, ისევე როგორც მისი მსოფლიო მისია განცხადებულია მსოფლიო კრებათა მიერ, რომლებმაც განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმ ურღვევ კავშირს, რაც არსებობს მართალ სარწმუნოებასა და საიდუმლოებებში მონაწილეობას შორის.

4. მართლმადიდებელი ეკლესია, მოუკლებლად მლოცველი "ყოველთა ერთობის გამო", ყოველთვის ესწრაფვოდა დიალოგს იმათთან, რომლებიც ცოტად თუ ბევრად გამიჯნულნი არიან მისგან, იჩენდა რა, ამავე დროს, პირველობას განსაკუთრებით იმაში, რომ მოძიებულიყო გზები და საშუალებები ერთიანობის აღსადგენად ქრისტესადმი მორწმუნეთა შორის, რის გამოც მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყებიდანვე და წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, მისთვის ნიშანდობლივი მსოფლიო და კაცთმოყვარეობითი სულის წყალობით, რომელიც ღმრთივბრძანებულად ითხოვს "ყოველთა კაცთა ცხონებას და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლას" (1. ტიმ. 2.4), მარადჟამს მოსაგრეობდა ქრისტიანული ერთობის აღდგენის გამო. ამიტომ, მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისკენ მიმართულ მოძრაობაში არათუ არანაირად არ არის უცხო მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისა და ისტორიისთვის, არამედ წარმოადგენს სამოციქულო სარწმუნოებისა და გადმოცემის კანონზომიერ გამოხატულებას ახალ ისტორიულ პირობებში.

5. თანამედროვე ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები მართლმადიდებელი ეკლესიისა, ისევე როგორც მისი მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში, ეფუძნება ხსენებული მართლმადიდებლობის თვითშეგნებასა და მის მსოფლიო სულს, იმ მიზნით, რომ ძველი ეკლესიისა და შვიდი მსოფლიო კრების სარწმუნოებასა და გადმოცემაზე დაფუძნებით, კვლავ მოპოვებული იქნეს დაკარგული ერთიანობა ქრისტიანებისა.

6. ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების შესაბამისად, შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელწოდებებს, რომლებიც არ არიან მასთან ზიარებაში, თუმცა სწამს ისიც, რომ მათდამი მისმა დამოკიდებულებამ მტკიცე საფუძველი უნდა შეუქმნას მათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გააცნობიერონ მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკა და, განსაკუთრებით, მათი უმთავრესი სწავლება საიდუმლოთა, მადლის, მღვდლობისა და სამოციქულო ნაცვალმემკვიდრეობის შესახებ. ამრიგად, როგორც საღვთისმეტყველო, ასევე სამოძღვრო მიზანდასახულობათა შესაბამისად, ეკლესია კეთილგანწყობითად და დადებითად უყურებდა დანარჩენ ქრისტიანებთან დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე და, საზოგადოდ, ბოლო დროის ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობას, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ დიალოგის გზით აძლევს იგი ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას იმათ, რომლებიც მის გარეთ არიან, წინასწარ ახდენს რა, პირუთვნელი მიზანდასახულობის შესაბამისად, ერთიანობისკენ მიმავალი გზის მოსწორებას.

7. ზემოხსენებული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველა ადგილობრივი უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის ქმედითად მონაწილეობს ოფიციალურ საღვთისმეტყველო დიალოგებში, მათი უმრავლესობა კი ჩართულია, აგრეთვე, სხვადასხვა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო ქრისტიანთაშორის ორგანიზაციებში, მიუხედავად იმ ღრმა კრიზისისა, რაც გაჩენილია ეკუმენურ მოძრაობაში. მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მრავალწახნაგოვანი გულმოდგინება გამომდინარეობს პასუხისმგებლობის გრძნობიდან და იმ რწმენიდან, რომ ქრისტიანული ერთობის აღდგენაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაგებას, თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას, რომ "არ შევუქმნათ რაიმე დაბრკოლება ქრისტეს სახარებას" (1 კორ. 9.12).

8. რა თქმა უნდა, დანარჩენ ქრისტიანებთან დიალოგის დროს მართლმადიდებელი ეკლესია არ უგულებელყოფს ამგვარი მცდელობის სირთულეებს, თუმცა იაზრებს ამ სირთულეებს ძველი ეკლესიის გადმოცემის საერთო გაგების პერსპექტივაში და იმედოვნებს, რომ სულიწმინდა, რომელიც არის "ყოვლადი დამამყარებელი ეკლესიის სჯულისა" (მარტვილიის მწუხრის სტიქარონი), "აღავსებს დაკლებულთ" (ხელთდასხმის ლოცვა). ამ კონტექსტში მართლმადიდებელი ეკლესია თავის დამოკიდებულებას დანარჩენი ქრისტიანული მსოფლიოს მიმართ არ აფუძნებს მხოლოდ დიალოგების ორგანიზატორთა კაცობრივ ძალისხმევებზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სასოებს სულიწმინდის შეწევნას, მადლითა უფლისა, მლოცველისა: "რათა ყველა ერთი იყოს" (იო. 17.21).

9. ამჟამინდელი ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები, რაც გამოცხადდა საყოველთაო-მართლმადიდებლურ სხდომებზე, გამოხატავს ყველა ადგილობრივი უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომლებსაც აქვთ ვალდებულება ენერგიულად და უწყვეტად მონაწილეობდნენ ამ დიალოგთა პროცესში, რომ არ დაბრკოლდეს ერთხმობითი მოწმობა მართლმადიდებლობისა სამობითი ღმერთის სადიდებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ისურვებს და გადაწყვეტს, რომ არ დანიშნოს თავისი წარმომადგენლები რომელიმე დიალოგზე ანდა დიალოგის რომელიმე სხდომაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება არ არის მთელი მართლმადიდებლობისა, დიალოგი გრძელდება. ანალოგიურად, საჭიროა, რომ დიალოგის ან სხდომის დაწყებამდე დიალოგის წარმმართველმა მართლმადიდებელმა კომისიამ, მართლმადიდებელი ეკლესიის სოლიდარობისა და ერთიანობის გამოსახატავად, აუცილებლად განიხილოს რომელიმე ეკლესიის იქ არყოფნის საკითხი. ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგები პერიოდულად უნდა დაექვემდებაროს საყოველთაო-მართლმადიდებლურ შეფასებას.

10. ის პრობლემები, რაც წარმოიქმნება შერეული საღვთისმეტყველო კომისიების საღვთისმეტყველო განხილვების დროს, არასოდეს არ უნდა გახდეს საკმარისი მიზეზი კომისიის წარმომადგენლების ცალმხრივი გაწვევისა ანდა რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ამ კომისიაში მონაწილეობის საბოლოო შეწყვეტისა. საჭიროა, რომ დიალოგიდან რომელიმე ეკლესიის გამიჯვნა, როგორც წესი, თავიდან იყოს აცილებული და გამოჩენილი იქნეს სათანადო მართლმადიდებელთშორისი ძალისხმევა ამ დიალოგში მონაწილე მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო კომისიის წარმომადგენლობითი სისრულის აღსადგენად. თუკი რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ანდა რამდენიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ამა თუ იმ დიალოგის შერეული საღვთისმეტყველო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე, ასახელებს რა მნიშვნელოვანი ეკლესიოლოგიური, კანონიკური, სამოძღვრო ან ეთიკური ხასიათის მიზეზებს, ამ ეკლესიამ ან ეკლესიებმა, საყოველთაო-მართლმადიდებლური წესის შესაბამისად, წერილობით უნდა აცნობონ თავისი უარის შესახებ მსოფლიო პატრიარქს და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას. საყოველთაო-მართლმადიდებლური განხილვის პროცესში მსოფლიო პატრიარქი ეძიებს დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთსულოვან თანხმობას შემდგომი მოქმედებების შესახებ, რაც მომცველი იქნება, აგრეთვე, კონკრეტული საღვთისმეტყველო დიალოგის პროცესის გადაფასებისა, ერთხმად იქნება რა აღიარებული ამის საჭიროება.

11. საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავებების ანდა შესაძლო ახალი წინააღმდეგობების გადაჭრას და ქრისტიანული სარწმუნოების საერთო საფუძვლების ძიებას, წინაპირობად განაწესებს რა ეკლესიის სისავსის შესაბამის ინფორმირებას დიალოგთა სხვადასხვა ეტაპის მიმდინარეობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება რომელიმე კონკრეტული საღვთისმეტყველო განსხვავების დაძლევა, საღვთისმეტყველო დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო საღვთისმეტყველო უთანხმოება კონკრეტულ საკითხზე წერილობით დაფიქსირდება და აღნიშნული უთანხმოების შესახებ ეუწყება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ განისაზღვროს შემდგომი აუცილებელი ქმედებები.

12. ცხადია, რომ საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვისას ყველას საერთო მიზანია მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში ერთიანობის საბოლოო აღდგენა, თუმცა არსებული საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური განსხვავებანი უთუოდ გვთავაზობს იმ სირთულეთა გარკვეულ რიგითობას, რაც ვლინდება საყოველთაო-მართლმადიდებლური მიზანდასახულობის განხორციელების პროცესში. ყოველი ორმხრივი დიალოგის პრობლებათა განსხვავებულობა გულისხმობს სხვაობას ხსენებულ დიალოგთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდოლოგიაში და არა სხვაობას მიზანდასახულობაში, ვინაიდან ყველა დიალოგის მიზანი ერთი და იგივეა.

13. საჭიროების შემთხვევაში, ამასთან, აუცილებელია გულმოდგინების გამოჩენა იმისთვის, რომ მოხდეს სხვადასხვა მართლმადიდებელთშორისი კომისიის საქმიანობის კოორდინირება, – იმდენად უფრო, რამდენადაც აუცილებელია, რომ ამ დიალოგთა ფარგლებშიც განცხადდეს და საჩინო გახდეს მართლმადიდებელი ეკლესიის არსებული ერთიანობა.

14. ნებისმიერი ოფიციალურად გამოცხადებული საღვთისმეტყველო დიალოგის დასრულება ხდება შესაბამისი შერეული საღვთისმეტყველო კომისიის საქმიანობის დამთავრებისთანავე, როდესაც მართლმადიდებელთშორისი კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს წარუდგენს მსოფლიო პატრიარქს, რომელიც, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა თანხმობითაც, აცხადებს დიალოგის დაბოლოებას. არცერთი დიალოგი არ მიიჩნევა დასრულებულად, ვიდრე არ გამოცხადდება მისი დამთავრება ამგვარი საყოველთაო- მართლმადიდებლური გადაწყვეტილების შესაბამისად.

15. საჭიროა, რომ რომელიმე საღვთისმეტყველო დიალოგის შესაძლო წარმატებით დასრულების შემდეგ საყოველთაო-მართლმადიდებლური გადაწყვეტილება ეკლესიური თანაზიარების აღდგენის შესახებ ეფუძნებოდეს ყველა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობას.

16. ერთ-ერთი მთავარი ორგანო ეკუმენური მოძრაობის ისტორიაში ესაა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს). გარკვეული მართლმადიდებელი ეკლესიები იყვნენ ამ საბჭოს დამფუძნებელი წევრები, შემდეგ კი ყველა მათგანი მისი წევრი გახდა. ემს დაფუძნებულია როგორც ერთ-ერთი ქრისტიანთშორისი ორგანო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი არ მოიცავს ყველა არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას და აღმსარებლობას. მის პარალელურად არსებობს სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციები და რეგიონალურ ორგანოები, როგორიცაა, მაგალითად, ევროპული ეკლესიების კონფერენცია (ეეკ) და ახლო აღმოსავლეთის ეკლესიათა საბჭო (აეს). ეს ორგანიზაციები ემს-სთან ერთად ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანობისკენ წინსვლაში. საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსგან, – პირველი მათგანი 1997 წ-ს, ხოლო მეორე 1998 წ-ს, – აქვთ რა მათ თავისი საკუთარი აზრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში.

17. ემს-ს წევრი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები სრულად და თანასწორად მონაწილეობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანიზაციაში და ისინი ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით შეეწევიან მშვიდობიან თანაცხოვრებას და თანამშრომლობას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. მართლმადიდებელმა ეკლესიამ სიხარულით გაიზიარა ემს-ს გადაწყვეტილება, რომ გამოხმაურებოდა თხოვნას საგანგებო კომისიის შექმნის შესახებ ემს-ში მართლმადიდებელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად იმ დირექტივისა, რაც შეიმუშავა მართლმადიდებელთშორისმა შეხვედრამ თესალონიკში (1998). საგანგებო კომისიის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რაც შეთავაზებულ იქნა მართლმადიდებელთა მხრიდან და რაც მიიღო ემს-მ, დასრულდა თანამშრომლობისა და კონსენსუსის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით. ეს კრიტერიუმები დაამტკიცა ემს-მ და შეიტანა თავის კონსტიტუციასა და სამოქმედო განაწესში.

18. მართლმადიდებელი ეკლესია, რწმუნებული თავის ეკლესიოლოგიას, თავისი შინაგანი სტრუქტურის იდენტობას და ძველი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების მოძღვრებას, მონაწილეობს რა ემს-ის ორგანიზაციაში, არანაირად არ იზიარებს აზრს "აღმსარებლობათა თანასწორობის შესახებ" და არანაირად არ შეუძლია მიიღოს ეკლესიათა ერთიანობა როგორც რამ აღმსარებლობათშორისი კომპრომისი. ამ სულისკვეთებით, ერთიანობა, რასაც ესწრაფვის ემს, არ შეიძლება იყოს შედეგი მარტოოდენ საღვთისმეტყველო შეთანხმებებისა, არამედ, აგრეთვე – სარწმუნოებრივი ერთიანობისა, რაც დაცულია საიდუმლოებებში და აღესრულება მართლმადიდებელ ეკლესიაში.

19. ემს-ს წევრი მართლმადიდებელი ეკლესიები ემს-ში მონაწილეობის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ მისი კონსტიტუციის იმ საფუძველდამდებ დებულებას, რომლის მიხედვითაც მისი წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის ეკლესიები და აღმსარებლობები, რომლებიც ღმერთად და მაცხოვრად ცნობენ უფალ იესო ქრისტეს, თანახმად წერილისა, და აღიარებენ სამობით ღმერთს: მამას, ძეს და სულიწმინდას, თანახმად ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსისა.ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ეკლესიოლოგიური წინასაფუძვლები ტორონტოს დეკლარაციისა (1950), რასაც სახელწოდებად აქვს: "ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო", უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა აღნიშნულ საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ემს არ არის და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ზე-ეკლესია: "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიზანია არა მოლაპარაკება ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე, რაც შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ეკლესიათა მიერ, რომლებიც მოქმედებენ პირადი ინიციატივიდან გამომდინარე, არამედ – ის, რომ მიმართოს ეკლესიები ცოცხალი ურთიერთკავშირისკენ და განავითაროს ქრისტიანულ ერთიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გამოკვლევა. ემს-ში შესვლისას არცერთ ეკლესიას არ მოეთხოვება თავისი ეკლესიოლოგიის შეცვლა, უფრო მეტიც, ემს-ს წევრობა არ ნიშნავს, რომ თითოეულ ეკლესიას უნდა მიაჩნდეს სხვა ეკლესიები ეკლესიებად ამ ტერმინის ჭეშმარიტი და სრული გაგებით". (ტორონტოს დეკლარაცია, §2).

20. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან საღვთისმეტყველო დიალოგების გამართვის პერსპექტივები ყოველთვის განსაზღვრულია უკვე ჩამოყალიბებული საეკლესიო გადმოცემის კანონიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებით (მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონი და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების ოთხმოცდამეთხუთმეტე კანონი).

21. მართლმადიდებელი ეკლესია მოწადინებულია გაძლიერდეს საქმიანობა კომისიისა: "სარწმუნოება და წესი", განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რა მის მიერ ღვთისმეტყველებაში დღემდე შეტანილ წვლილს. იგი დადებითად აფასებს იმ საღვთისმეტყველო დოკუმენტებს, რაც ხსენებულმა კომისიამ გამოაქვეყნა და რაშიც გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, აგრეთვე, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები. ეს დოკუმენტები წარმოადგენს ფასეულ ეტაპს ეკუმენურ მოძრაობაში ქრისტიანთა დაახლოების კუთხით. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესია სიფრთხილეს იჩენს სარწმუნოებასა და წესთან დაკავშირებულ უმთავრეს საკითხებში, რადგან არამართლმადიდებელი ეკლესიები და აღმსარებლობები დაშორდნენ ჭეშმარიტ რწმენას ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა.

22. მართლმადიდებელი ეკლესია დასაგმობად მიიჩნევს ეკლესიის ერთიანობის ყოველგვარ გახლეჩვას ცალკეული პიროვნებების ან ჯგუფების მხრიდან ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნებისა თუ ვითომცდა დაცვის საბაბით. როგორც ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ცხოვრება, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნება ხორციელდება მხოლოდ საკრებო სტრუქტურის მიერ, რაც ძველთაგანვე წარმოადგენდა ავტორიტეტულ და უკანასკნელ მსაჯულს სარწმუნოების საკითხებთან დაკავშირებით (მე-2 მსოფლიო კრების მე-6 კანონი).

23. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საერთოა იმის გაცნობიერება, რომ აუცილებელია ქრისტიანთშორისი საღვთისმეტყველო დიალოგი, რის გამოც იგი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ამ დიალოგს ყოველთვის თან ახლდეს ამა სოფლის წინაშე საქმეთამიერი დამოწმება ურთიერთგაგებისა და სიყვარულისა, რაც გამოხატავს სახარების "გამოუთქმელ სიხარულს" (1 პეტრ. 1.8) და რაც გზას უხშობს პროზელიტიზმის ანდა კონფესიური ანატგონიზმის გამომწვევი სხვა მოქმედების ყოველგვარ გამოვლინებას. ამ სულისკვეთებით, მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჩვენ ყველანი, ქრისტიანები,შთაგონებულნი ჩვენი სარწმუნოების ზიარი ფუძემდებლური საწყისებით, უნდა ვიღწვოდეთ იმისთვის, რომ იმ მწვავე პრობლემებს, რასაც გვიყენებს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო, გავცეთ ერთი ერთსულოვანი და სოლიდარული პასუხი, დაფუძნებული ქრისტეში მკვიდრი ახალი ადამიანის იდეალურ ნიმუშზე.

24. მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს იმ მოვლენას, რომ მოძრაობა, მიმართული ქრისტიანთა ერთიანობის აღდგენისკენ, იძენს ახალ ფორმებს, რათა პასუხი გასცეს ახალ რეალობებს და დაუპირისპირდეს თანამედროვე მსოფლიოს ახალ გამოწვევებს. აუცილებელია, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაგრძოს დამოწმება განყოფილი ქრისტიანული მსოფლიოს წინაშე სამოციქულო გადმოცემასა და სარწმუნოებაზე დაფუძნებით.

ვლოცულობთ იმისთვის, რომ ერთობლივად იმოღვაწეონ ქრისტიანებმა, რათა მოახლოვდეს ის დღე, რაჟამს უფალი აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიების სასოებას და "იქნება ერთი სამწყსო, ერთი მწყემსი" (იო. 10.16).



† Bartholomew of Constantinople, Chairman

† Theodoros of Alexandria

† Theophilos of Jerusalem

† Irinej of Serbia

†Daniel of Romania

† Chrysostomos of Cyprus

† Ieronymos of Athens and All Greece

† Sawa of Warsaw and All Poland

† Anastasios of Tirana, Durres and All Albania

† Rastislav of Presov, the Czech Lands and Slovakia

Delegation of the Ecumenical Patriarchate

† Leo of Karelia and All Finland

† Stephanos of Tallinn and All Estonia

† Elder Metropolitan John of Pergamon

† Elder Archbishop Demetrios of America

† Augustinos of Germany

† Irenaios of Crete

† Isaiah of Denver

† Alexios of Atlanta

† Iakovos of the Princes’ Islands

† Joseph of Proikonnisos

† Meliton of Philadelphia

† Emmanuel of France

† Nikitas of the Dardanelles

† Nicholas of Detroit

† Gerasimos of San Francisco

† Amphilochios of Kisamos and Selinos

† Amvrosios of Korea

† Maximos of Selyvria

† Amphilochios of Adrianopolis

† Kallistos of Diokleia

† Antony of Hierapolis, Head of the Ukrainian Orthodox in the USA

† Job of Telmessos

† Jean of Charioupolis, Head of the Patriarchal Exarchate for Orthodox Parishes of the Russian Tradition in Western Europe

† Gregory of Nyssa, Head of the Carpatho-Russian Orthodox in the USA

Delegation of the Patriarchate of Alexandria

† Gabriel of Leontopolis

† Makarios of Nairobi

† Jonah of Kampala

† Seraphim of Zimbabwe and Angola

† Alexandros of Nigeria

† Theophylaktos of Tripoli

† Sergios of Good Hope

† Athanasios of Cyrene

† Alexios of Carthage

† Ieronymos of Mwanza

† George of Guinea

† Nicholas of Hermopolis

† Dimitrios of Irinopolis

† Damaskinos of Johannesburg and Pretoria

† Narkissos of Accra

† Emmanouel of Ptolemaidos

† Gregorios of Cameroon

† Nicodemos of Memphis

† Meletios of Katanga

† Panteleimon of Brazzaville and Gabon

† Innokentios of Burudi and Rwanda

† Crysostomos of Mozambique

† Neofytos of Nyeri and Mount Kenya

Delegation of the Patriarchate of Jerusalem

† Benedict of Philadelphia

† Aristarchos of Constantine

† Theophylaktos of Jordan

† Nektarios of Anthidon

† Philoumenos of Pella

Delegation of the Church of Serbia

† Jovan of Ohrid and Skopje

† Amfilohije of Montenegro and the Littoral

† Porfirije of Zagreb and Ljubljana

† Vasilije of Sirmium

† Lukijan of Budim

† Longin of Nova Gracanica

† Irinej of Backa

† Hrizostom of Zvornik and Tuzla

† Justin of Zica

† Pahomije of Vranje

† Jovan of Sumadija

† Ignatije of Branicevo

† Fotije of Dalmatia

† Athanasios of Bihac and Petrovac

† Joanikije of Niksic and Budimlje

† Grigorije of Zahumlje and Hercegovina

† Milutin of Valjevo

† Maksim in Western America

† Irinej in Australia and New Zealand

† David of Krusevac

† Jovan of Slavonija

† Andrej in Austria and Switzerland

† Sergije of Frankfurt and in Germany

† Ilarion of Timok

Delegation of the Church of Romania

† Teofan of Iasi, Moldova and Bucovina

† Laurentiu of Sibiu and Transylvania

† Andrei of Vad, Feleac, Cluj, Alba, Crisana and Maramures

† Irineu of Craiova and Oltenia

† Ioan of Timisoara and Banat

† Iosif in Western and Southern Europe

† Serafim in Germany and Central Europe

† Nifon of Targoviste

† Irineu of Alba Iulia

† Ioachim of Roman and Bacau

† Casian of Lower Danube

† Timotei of Arad

† Nicolae in America

† Sofronie of Oradea

† Nicodim of Strehaia and Severin

† Visarion of Tulcea

† Petroniu of Salaj

† Siluan in Hungary

† Siluan in Italy

† Timotei in Spain and Portugal

† Macarie in Northern Europe

† Varlaam Ploiesteanul, Assistant Bishop to the Patriarch

† Emilian Lovisteanul, Assistant Bishop to the Archdiocese of Ramnic

† Ioan Casian of Vicina, Assistant Bishop to the Romanian Orthodox Archdiocese of the Americas

Delegation of the Church of Cyprus

† Georgios of Paphos

† Chrysostomos of Kition

† Chrysostomos of Kyrenia

† Athanasios of Limassol

† Neophytos of Morphou

† Vasileios of Constantia and Ammochostos

† Nikiphoros of Kykkos and Tillyria

† Isaias of Tamassos and Oreini

† Barnabas of Tremithousa and Lefkara

† Christophoros of Karpasion

† Nektarios of Arsinoe

† Nikolaos of Amathus

† Epiphanios of Ledra

† Leontios of Chytron

† Porphyrios of Neapolis

† Gregory of Mesaoria

Delegation of the Church of Greece

† Prokopios of Philippi, Neapolis and Thassos

† Chrysostomos of Peristerion

† Germanos of Eleia

† Alexandros of Mantineia and Kynouria

† Ignatios of Arta

† Damaskinos of Didymoteixon, Orestias and Soufli

† Alexios of Nikaia

† Hierotheos of Nafpaktos and Aghios Vlasios

† Eusebios of Samos and Ikaria

† Seraphim of Kastoria

† Ignatios of Demetrias and Almyros

† Nicodemos of Kassandreia

† Ephraim of Hydra, Spetses and Aegina

† Theologos of Serres and Nigrita

† Makarios of Sidirokastron

† Anthimos of Alexandroupolis

† Barnabas of Neapolis and Stavroupolis

† Chrysostomos of Messenia

† Athenagoras of Ilion, Acharnon and Petroupoli

† Ioannis of Lagkada, Litis and Rentinis

† Gabriel of New Ionia and Philadelphia

† Chrysostomos of Nikopolis and Preveza

† Theoklitos of Ierissos, Mount Athos and Ardameri

Delegation of the Church of Poland

† Simon of Lodz and Poznan

† Abel of Lublin and Chelm

† Jacob of Bialystok and Gdansk

† George of Siemiatycze

† Paisios of Gorlice

Delegation of the Church of Albania

† Joan of Koritsa

† Demetrios of Argyrokastron

† Nikolla of Apollonia and Fier

† Andon of Elbasan

† Nathaniel of Amantia

† Asti of Bylis

Delegation of the Church of the Czech lands and Slovakia

† Michal of Prague

† Isaiah of Sumperk


წყარო: holycouncil.org
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat