ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები
ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები
საბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი

1. მართლმადიდებლური ქორწინება

1. დღეს ოჯახის ცნება საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა სეკულარიზმი და ზნეობრივი რელატივიზმი. სიწმინდე ქორწინებისა მტკიცდება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც მისი ფუნდამენტური და უცილობელი სწავლება; თავისუფალი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის მიიჩნევა ქორწინების აუცილებელ პირობად.

2. მართლმადიდებელ ეკლესიაში ქორწინება განიხილება, როგორც საღვთო სამართლის უძველესი ინსტიტუტი, რამდენადაც იგი დადგენილ იქნა პირველი ადამინების, ადამისა და ევას, შექმნისას (დაბ. 2:23). ეს კავშირი იმთავითვე ითვალისწინებდა მეუღლეებს – ქალსა და მამაკაცს შორის სულიერ ურთიერთობას, ასევე – ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას. ამგვარად, ქალისა და მამაკაცის კურთხეული ქორწინება, როგორც წმინდა საიდუმლო, დადგინდა სამოთხეში, რაც იხსენიება ახალ აღთქმაში, გალილეის კანას ქორწილში აღსრულებული სასწაულისას, როდესაც ქრისტემ აღასრულა "პირველი სასწაული", წყლის ღვინოდ გადაქცევისას, და "გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი" (ინ. 2:11). მეუღლეობრივი საიდუმლო დაურღვეველი კავშირისა მამაკაცსა და ქალს შორის მიჩნეულია სახედ ერთობისა ქრისტესი და ეკლესიისა (ეფ. 5:32).

3. ქორწინების საიდუმლოების ქრისტეცენტრული სახისმეტყველება განმარტავს, თუ რატომ აკურთხებენ ეპისკოპოსები ან მღვდელმსახურნი ამ წმინდა კავშირს სპეციალური ლოცვით. სწორედ ამიტომ წმ. პოლიკარპე სმირნელისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი შენიშნავს, რომ ქორწინებითი ერთობის მსურველები ეპისკოპოსის თანხმობით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება იყოს უფალისმიერი და არა ადამიანური გულისთქმით. "დაე, ყოველივე ღვთის სადიდებელად იყოს" (თავი 5.2). ასე რომ, როგორც ღვთივდადგენილი კავშირის სიწმინდე, ისე ქორწინებისმიერი მეუღლეობის მაღალი სულიერი შინაარსი ხსნის ამ საიდუმლოს ღირსებას, რათა განცხადდეს, რომ: "პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელი" (ებრ.13:4). სწორედ ამიტომ იგმობა მისი ნებისმიერი შეურაცხყოფა (ეფეს. 5:2-5; 1 თეს. 4:4; ებრ. 13:4 და სხვ.)).

4. ქალსა და მამაკაცს შორის ქრისტესმიერი კავშირი წარმოადგენს "მცირე ეკლესიას", ეკლესიის ერთგვარ ხატს. ღვთის კურთხევის მეშვეობით მამაკაცისა და ქალის კავშირი მაღლდება უმაღლეს საფეხურამდე, რადგან თანაზიარება არის უფრო აღმატებული, ვიდრე ინდივიდუალური მყოფობა, რადგან ისინი შეჰყავს ყოვლადწმინდა სამების სასუფეველში. ქორწინებისთვის უცილობელი წინაპირობაა იესო ქრისტეში რწმენა, რომელიც უნდა გაიზიარონ სიძემ და სძალმა, ქმარმა და ცოლმა. ქორწინებითი ერთობის აუცილებელი საფუძველია ქრისტეში ერთობა, რათა სულიწმიდის მიერ ნაკურთხ ცოლქმრულ სიყვარულში აირეკლოს ქრისტესა და ეკლესიის სიყვარული, როგორც საიდუმლო ღვთის სასუფევლისა და ადამიანის მარადიული სიცოცხლისა ღვთის სიყვარულში.

5. ქორწინების საიდუმლოს სიწმინდის დაცვას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის დასაცავად, რომელიც ასახავს მეუღლეობრივი საკვრელით შეერთებულ პიროვნებათა ურთიერთობას როგორც ეკლესიაში, ისე მთელ საზოგადოებაში. ამრიგად, ქორწინების საიდუმლოს მიერ განხორციელებული ურთიერთობა პიროვნებებისა, ეს არ არის მხოლოდ ბუნებრივი ურთიერთობები, არამედ ოჯახის წმინდა ინსტიტუტის მიერ რეალიზებული არსებითი და შემოქმედებითი სულიერი ძალა. ეს ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვების დაცვა და აღზრდა როგორც ეკლესიის სულიერი მისიის, ისე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის.

6. ქორწინების საკითხში ეკლესია, წარმართთა მოციქულ პავლეს შემწყნარებლობის შესაბამისად (რომ. 7:2-3; 1 კორ. 7:12-15, 39), ყოველთვის აუცილებელი სიმკაცრითა და სამოძღვრო გულისხმიერებით ეკიდებოდა როგორც დადებით წინაპირობებს (სქესის განსხვავებულობა, სრულწლოვანება და ა. შ.), ასევე უარყოფითს (სისხლით ნათესაობა, ქორწინებით ნათესაობა, სულიერი ნათესაობა, უკვე არსებული ქორწინება, სარწმუნოებრივი განსხვავება და სხვ.) ქორწინების საიდუმლოს აღსასრულებლად. სამოძღვრო გულისხმიერება აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიური ტრადიცია ქორწინების კავშირს საეკლესიო საიდუმლოთი ამტკიცებს, იმიტომაც, რომ საეკლესიო პრაქტიკა არ გამორიცხავდა გათავისებას ბერძნულ-რომაული ბუნებითი სამართლისას, რომლებიც ხაზს უსვამდენ იმ ფაქტს, რომ ქორწინების საკვრელნი მამაკაცსა და ქალს შორის მიჩნეულია "საღვთო და ადამიანურის სამართლის თანაზიარებად" (მოდესტინი) და იგი შეთავსებადია ქორწინების საიდუმლოს იმ სიწმინდესთან, რომელსაც ეკლესია ანიჭებს მას.

7. ქორწინების საიდუმლოსა და ოჯახის წმინდა ინტიტუტისთვის არახელსაყრელ თანამედროვე პირობებში ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ვალდებულები არიან გაააქტიურონ სამოძღვრო მუშაობა საკუთარ სამწყსოებთან, რათა მამობრივი მზრუნველობით დაიცვან, დაეხმარონ, განუმტკიცონ მრავალგვარი სირთულისაგან შერყეული იმედი, ოჯახის ინსტიტუტის იმ ურყევ საფუძველზე დაშენებით, რომლის მორღვევასაც ვერ შეძლებენ: ვერც წვიმა, ვერც მდინარეები და ვერც ქარები, რამეთუ ეს საფუძველი – კლდე არის ქრისტე (შედ. მთ.7:25).

8. ჩვენს დროში საზოგადოებაში დგება საკითხი ქორწინების შესახებ. ქორწინება არის ოჯახის საფუძველი, ხოლო ოჯახი – ქორწინების განხორციელება. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს ის ზეწოლა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხორციელდება თანაცხოვრების სხვა ფორმების აღიარების მიზნით. სხვადასხვაგვარი თანაცხოვრების მზარდი კრიზისი ღრმა შეშფოთებას იწვევს მართლმადიდებელ ეკლესიაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ფუნდამენტურ სტრუქტურაზე უარყოფითად აისახება, არამედ იმიტომაც, რომ საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით ოჯახის ტრადიციულ ურთიერთობებს. ამ სიტუაციაში მთავარი მსხვერპლნი არიან წყვილები, განსაკუთრებით – ბავშვები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ბრალი არ მიუძღვით, ბავშვობიდანვე იძულებით მოწამეობრივ ტანჯვას იტანენ.

9. ქალსა და მამაკაცს შორის სამოქალაქო კანონით დარეგისტრირებულ ქორწინებას არ აქვს საიდუმლოებრივ-საკრალური ხასიათი, ის განსხვავდება ღვთისა და ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინებისაგან და წარმოადგენს თანახოვრების სახელმწიფოებრივ სანქციას. ეკლესიის იმ წევრებს, რომლებიც შედიან სამოქალაქო ქორწინებაში, უნდა მივუდგეთ სამოძღვრო პასუხისმგებლობით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეიცნონ ღირსება ქორწინების საიდუმლოსი და მასთან დაკავშირებული კურთხევა.

10. ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის როგორც ერთი სქესის, ასევე სხვადასხვა სქესის მქონე პირთა სამოქალაქო კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ.


11. ქორწინების ინსტიტუტისა და ოჯახის კრიზისის მძიმე შედეგებს თვალსაჩინოს ხდის განქორწინებების, აბორტების და სხვადასხვა საოჯახო პრობლემის საგანგაშო ზრდა. თანამედროვე მსოფლიოში ეს შედეგები ეკლესიის სამოციქულო საქმიანობაში უდიდესი გამოწვევაა, ამიტომ ეკლესიის მოძღვრებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამ პრობლემათა გადასაჭრელად. მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულით მოუწოდებს საკუთარ შვილებსა და ყველა კითილი ნების ადამიანს, რათა დაიცვან და შეინარჩუნონ ოჯახის სიწმინდე.

2. ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები

1. ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები – როგორებიცაა: სისხლით ნათესაობა, ქორწინებითი ნათესაობა, შვილად აყვანა და სულიერი ნათესაობა – გამყარებულია და გათვალისწინებულია ეკლესიის წმინდა კანონებით (ტრულის კრების 53-ე და 54-ე კანონები) და მათთან თანხმობაში მყოფი იმ საეკლესიო პრაქტიკით როგორიც გამოიყენება დღეს ადგილობრივ ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიებში, განისაზღვრება და აღწერილია მათი სინოდების შესაბამის გადაწყვეტილებებში.

2. ბოლომდე ჯერ კიდევ დაურღვეველი და არგაუქმებული ქორწინება, ასევე – მესამე ქორწინება, წარმოადგენს აბსოლუტურ დაბრკოლებას ახალი ქორწინებისთვის. მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციის თანახმად, ეკლესია კატეგორიულად გმობს ორქორწინებასა და მეოთხე ქორწინებას.

3. წმინდა კანონთა აკრიბიის თანახმად, იკრძალება საეკლესიო ქორწინების აღსრულება სამონაზვნო აღკვეცის შემდეგ (16-ე კანონი მე-4 მსოფლიო კრებისა და ტრულის კრების 44-ე კანონი).

4. მღვდლობა თავისთავად არ წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისათვის, მაგრამ თანახმად მოქმედი კანონიკური ტრადიციისა (ტრულის კრების მე-3 კანონი), ქიროტონიის შემდეგ ქორწინება იკრძალება.

5. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით – მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან ან არაქრისტიანებთან – მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

ა) ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით (ტრულის კრების 72-ე კანონი).

ბ) თითოეული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი საეკლესიო იკონომიის პრაქტიკის გმოყენებას უნდა მიუდგეს საეკლესიო კანონების პრინციპების შესაბამისად, სამოძღვრო განსჯის სულით, ადამიანის ცხონების მიზნით.

გ)კანონიკური აკრიბიით, მართლმადიდებელსა და არაქრისტიანს შორის ქორწინება კატეგორიულად იკრძალება.

6. ქორწინებასთან დაკავშირებულ დამაბრკოლებელ მიზეზთა საეკლესიო ტრადიციის გამოყენებასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დადგენილებანი სახელმწიფოს არსებული კანონმდებლობისა საეკლესიო იკონომიის საზღვრებს გარეთ გაუსვლელად.

† Bartholomew of Constantinople, Chairman

† Theodoros of Alexandria

† Theophilos of Jerusalem

† Irinej of Serbia

†Daniel of Romania

† Chrysostomos of Cyprus

† Ieronymos of Athens and All Greece

† Sawa of Warsaw and All Poland

† Anastasios of Tirana, Durres and All Albania

† Rastislav of Presov, the Czech Lands and Slovakia

Delegation of the Ecumenical Patriarchate

† Leo of Karelia and All Finland

† Stephanos of Tallinn and All Estonia

† Elder Metropolitan John of Pergamon

† Elder Archbishop Demetrios of America

† Augustinos of Germany

† Irenaios of Crete

† Isaiah of Denver

† Alexios of Atlanta

† Iakovos of the Princes’ Islands

† Joseph of Proikonnisos

† Meliton of Philadelphia

† Emmanuel of France

† Nikitas of the Dardanelles

† Nicholas of Detroit

† Gerasimos of San Francisco

† Amphilochios of Kisamos and Selinos

† Amvrosios of Korea

† Maximos of Selyvria

† Amphilochios of Adrianopolis

† Kallistos of Diokleia

† Antony of Hierapolis, Head of the Ukrainian Orthodox in the USA

† Job of Telmessos

† Jean of Charioupolis, Head of the Patriarchal Exarchate for Orthodox Parishes of the Russian Tradition in Western Europe

† Gregory of Nyssa, Head of the Carpatho-Russian Orthodox in the USA

Delegation of the Patriarchate of Alexandria


† Gabriel of Leontopolis

† Makarios of Nairobi

† Jonah of Kampala

† Seraphim of Zimbabwe and Angola

† Alexandros of Nigeria

† Theophylaktos of Tripoli

† Sergios of Good Hope

† Athanasios of Cyrene

† Alexios of Carthage

† Ieronymos of Mwanza

† George of Guinea

† Nicholas of Hermopolis

† Dimitrios of Irinopolis

† Damaskinos of Johannesburg and Pretoria

† Narkissos of Accra

† Emmanouel of Ptolemaidos

† Gregorios of Cameroon

† Nicodemos of Memphis

† Meletios of Katanga

† Panteleimon of Brazzaville and Gabon

† Innokentios of Burudi and Rwanda

† Crysostomos of Mozambique

† Neofytos of Nyeri and Mount Kenya

Delegation of the Patriarchate of Jerusalem


† Benedict of Philadelphia

† Aristarchos of Constantine

† Theophylaktos of Jordan

† Nektarios of Anthidon

† Philoumenos of Pella

Delegation of the Church of Serbia

† Jovan of Ohrid and Skopje

† Amfilohije of Montenegro and the Littoral

† Porfirije of Zagreb and Ljubljana

† Vasilije of Sirmium

† Lukijan of Budim

† Longin of Nova Gracanica

† Irinej of Backa

† Hrizostom of Zvornik and Tuzla

† Justin of Zica

† Pahomije of Vranje

† Jovan of Sumadija

† Ignatije of Branicevo

† Fotije of Dalmatia

† Athanasios of Bihac and Petrovac

† Joanikije of Niksic and Budimlje

† Grigorije of Zahumlje and Hercegovina

† Milutin of Valjevo

† Maksim in Western America

† Irinej in Australia and New Zealand

† David of Krusevac

† Jovan of Slavonija

† Andrej in Austria and Switzerland

† Sergije of Frankfurt and in Germany

† Ilarion of Timok

Delegation of the Church of Romania

† Teofan of Iasi, Moldova and Bucovina

† Laurentiu of Sibiu and Transylvania

† Andrei of Vad, Feleac, Cluj, Alba, Crisana and Maramures

† Irineu of Craiova and Oltenia

† Ioan of Timisoara and Banat

† Iosif in Western and Southern Europe

† Serafim in Germany and Central Europe

† Nifon of Targoviste

† Irineu of Alba Iulia

† Ioachim of Roman and Bacau

† Casian of Lower Danube

† Timotei of Arad

† Nicolae in America

† Sofronie of Oradea

† Nicodim of Strehaia and Severin

† Visarion of Tulcea

† Petroniu of Salaj

† Siluan in Hungary

† Siluan in Italy

† Timotei in Spain and Portugal

† Macarie in Northern Europe

† Varlaam Ploiesteanul, Assistant Bishop to the Patriarch

† Emilian Lovisteanul, Assistant Bishop to the Archdiocese of Ramnic

† Ioan Casian of Vicina, Assistant Bishop to the Romanian Orthodox Archdiocese of the Americas

Delegation of the Church of Cyprus

† Georgios of Paphos

† Chrysostomos of Kition

† Chrysostomos of Kyrenia

† Athanasios of Limassol

† Neophytos of Morphou

† Vasileios of Constantia and Ammochostos

† Nikiphoros of Kykkos and Tillyria

† Isaias of Tamassos and Oreini

† Barnabas of Tremithousa and Lefkara

† Christophoros of Karpasion

† Nektarios of Arsinoe

† Nikolaos of Amathus

† Epiphanios of Ledra

† Leontios of Chytron

† Porphyrios of Neapolis

† Gregory of Mesaoria

Delegation of the Church of Greece

† Prokopios of Philippi, Neapolis and Thassos

† Chrysostomos of Peristerion

† Germanos of Eleia

† Alexandros of Mantineia and Kynouria

† Ignatios of Arta

† Damaskinos of Didymoteixon, Orestias and Soufli

† Alexios of Nikaia

† Hierotheos of Nafpaktos and Aghios Vlasios

† Eusebios of Samos and Ikaria

† Seraphim of Kastoria

† Ignatios of Demetrias and Almyros

† Nicodemos of Kassandreia

† Ephraim of Hydra, Spetses and Aegina

† Theologos of Serres and Nigrita

† Makarios of Sidirokastron

† Anthimos of Alexandroupolis

† Barnabas of Neapolis and Stavroupolis

† Chrysostomos of Messenia

† Athenagoras of Ilion, Acharnon and Petroupoli

† Ioannis of Lagkada, Litis and Rentinis

† Gabriel of New Ionia and Philadelphia

† Chrysostomos of Nikopolis and Preveza

† Theoklitos of Ierissos, Mount Athos and Ardameri

Delegation of the Church of Poland


† Simon of Lodz and Poznan

† Abel of Lublin and Chelm

† Jacob of Bialystok and Gdansk

† George of Siemiatycze

† Paisios of Gorlice

Delegation of the Church of Albania

† Joan of Koritsa

† Demetrios of Argyrokastron

† Nikolla of Apollonia and Fier

† Andon of Elbasan

† Nathaniel of Amantia

† Asti of Bylis

Delegation of the Church of the Czech lands and Slovakia


† Michal of Prague

† Isaiah of Sumperk


წყარო: holycouncil.org
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat