კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელთა კრების მესამე სამუშაო დღეს 3 სესია ჩატარდა. განიხილეს საკითხები დიასპორის, ავტონომიისა და მარხვის მნიშვნელობის შესახებ.
საკითხებზე მსჯელობისას სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. სავარაუდოდ ამ საკითხებზე მიღებულ ტექსტებს კრებაზე ამ დღეებში მოაწერენ ხელს.
ტელმის არქიეპისკოპოსმა იობმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრება "სავსეა თანამშრომლობის, ძმური სიყვარულისა და ერთობის სულით, იმართება ძალიან საინტერესო დისკუსიები". მისი თქმით, ტექსტი დიასპორის შესახებ მეორე დოკუმენტია, რომლსაც ხელ მოაწერენ.
გუშინ განიხილებოდა ტექსტი მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის შესახებ. "ეს დოკუმენტი უკვე მზად არის. პრობლემაა მხოლოდ მისი სხვადასხა ენაზე ერთდროულად თარგმნა. ოფიციალურ ტექსტს ზუსტი თარგმანი სჭირდება. ვფიქრობ, რომ ამ საღამოს ეს პროცესი დასრულდება", - აღნიშნა ნიგერიის მიტროპოლიტმა ალექსანდროსმა.
კრებაზე არსებულ გარემოს მან დემოკრატიული უწოდა. "ყველა მონაწილეობს, ყველა გამოთქვამს საკუთარ აზრს, ყველას პატივისცემით ეპყრობიან, ყველა წინადადებას ფართოდ განიხილავენ, დიალოგი ღია და დემოკრატიულია", - თქვა მიტროპოლიტმა.
წყარო:
http://uoj.org.ua/