კრებამ პირველი დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" ერთხმად მიიღო
22.06.2016
დოკუმნეტი გულისხმობს მართლმადიდებლი ეკლესიის წვლილს ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად,
რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
უკვე არსებული დოკუმენტი , რომელიც წარმოადგინა მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა მცირეოდენი შესწორებით ერთხმად იქნა მიღებული, ხოლო მიტროლიტ იეროთეოს ვლახოსის შემოთავაზებები უარყვეს, იყო დისკუსიებიც.
შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტის პროექტი მოწონებულ იქნა მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა კრების მიერ შამბეზში 2016 წლის 21-28 იანვარს.